By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
ინტერვიუსიახლეებიშენი დაავადებაშენი პაციენტი

როცა ექიმბაშობა საფრთხეაფსორიაზის მართვა პაციენტის გამოცდილებით – ინტერვიუ ქეთი ფირცხალავასთან

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 11, 2026 5:36 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
#post_seo_title
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

ფსორიაზი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ფიზიკურად და ემოციურად ძალიან დამთრგუნველია. ქეთევან ფირცხალავა, რომელიც თავადაც ფსორიაზით დაავადებულია, აწარმოებს ასოციაციას „ალფა“, რომლის მიზანია პაციენტების დახმარება, ცნობიერების ამაღლება და სწორი ინფორმაციის გავრცელება. ქეთი ხაზს უსვამს, რომ ფსორიაზის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები. ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, სწორი კვება და ემოციური სტაბილურობა მნიშვნელოვანია დაავადების მართვისთვის. ფსორიაზით დაავადებულებს უნდა იცოდნენ, რომ არ არიან მარტოები და რომ სწორი მხარდაჭერა და ინფორმაცია შეუძლია დაეხმაროს მათ უკეთესი ცხოვრების ხარისხის მიღწევაში.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #ინტერვიუ #სიახლეები #შენიდაავადება

ფსორიაზის მართვა პაციენტის გამოცდილებით

ფსორიაზი ქრონიკული, არაგადამდები, თუმცა ფიზიკურად და ემოციურად დამთრგუნველი დაავადებაა. საქართველოში ამ დრომდე ფსორიაზით დაავადებული ადამიანები ხშირად მარტო რჩებოდნენ საკუთარ ბრძოლა დიაგნოზის მიღების შემდეგ მათი ყოველდღიურობა მრავალ გამოწვევას უკავშირდება. სწორედ ამ ადამიანებისთვის ჩამოაყალიბა ქეთევან ფირცხალავამ ფსორიაზით დაავადებულთა ასოციაცია „ალფა“, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სწორი ინფორმაციის გავრცელებას და მხარდამჭერი პლატფორმის შექმნას. ქეთი თავადაც წლებია, ამ დაავადებას ებრძვის და თავის გამოცდილებას სხვა პაციენტებს უზიარებს.


– ქალბატონო ქეთი, თქვენ თავადაც გაქვთ ფსორიაზი. როგორ გაგიჩნდათ ასოციაციის ჩამოყალიბების იდეა?
– დიახ, უკვე 30 წელია, რაც ფსორიაზი მაქვს და ამ წლების განმავლობაში საკუთარ თავზე ვიგრძენი, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობა, ექიმთან ურთიერთობა და ემოციური მხარდაჭერა. თავდაპირველად მხოლოდ დახურულ ონლაინ ჯგუფებში ვაზიარებდი გამოცდილებას. შემდეგ ისე მოხდა, რომ ყველაზე აქტიური მონაწილე გავხდი და სულ უფრო მეტი ადამიანი მომმართავდა კითხვებით. ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ჩემი პირადი პასუხები საკმარისი აღარ იყო – საჭირო გახდა ორგანიზებული გაერთიანება და სწორედ ასე დავაფუძნე ასოციაცია „ალფა“.

– როგორ აფასებთ ფსორიაზის მკურნალობას საქართველოში?
– სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ მიმართავს ექიმბაშებსა და არატრადიციულ მეთოდებს, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მიჰყავს პაციენტები. კანი ჩვენი ყველაზე დიდი და შემწოვი ორგანოა – რასაც კანზე ვისვამთ, საბოლოოდ ღვიძლამდე აღწევს. ამიტომაც საჭიროა მკურნალობა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

არ მოვიაზრებ არატრადიციულში ჰომეოპათიას – პირიქით, მე თავად მივიღე ჰომეოპათიური მკურნალობა და საკმაოდ კარგ შედეგსაც მივაღწიე. ჰომეოპათია არ იყენებს ჰორმონებს, რაც ფსორიაზის შემთხვევაში მნიშვნელოვანია. თუმცა მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა აირჩიოს ექიმმა და არავითარ შემთხვევაში თვითნებურად!

– რამდენად დიდ როლს თამაშობს ფსორიაზის მართვაში ცხოვრების წესი?
– უზარმაზარ როლს. ფსორიაზი პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ემოციურ მდგომარეობას, რაც მის გამწვავებაზეც აისახება. ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს სიმპტომებს, ხელს უწყობს რემისიას და ზოგად ჯანმრთელობაზე მოქმედებს დადებითად.

პირველ რიგში, კვებაა მნიშვნელოვანი. მე თავად ვიცავ ანთების საწინააღმდეგო დიეტას, რაც გულისხმობს ბევრი ფერადი ბოსტნეულისა და ხილის, ცხიმიანი თევზისა (ორგანის, თინუსის), ზეთისხილის ზეთისა და უჯრედისით მდიდარი საკვების მიღებას. ამავდროულად, აუცილებლად უნდა ავირიდოთ გადამუშავებული პროდუქტები, ცხიმიანი ხორცი, შაქარი, ტკბილეული და ალკოჰოლი – ეს ყველაფერი ხელს უწყობს ანთებით პროცესებს.

– ფიზიკური აქტივობა რამდენად მნიშვნელოვანია ამ დაავადების შემთხვევაში?
– ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური აქტივობა ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს იმუნურ რეაგირებას და ხელს უწყობს წონის კონტროლს. ჭარბწონიან პაციენტებში ფსორიაზის გამწვავების რისკი საგრძნობლად იზრდება. რეკომენდებულია კვირაში მინიმუმ 5-ჯერ 30 წუთიანი ზომიერი ვარჯიში – სეირნობა, ცურვა, იოგა.

– ფსიქოემოციური მდგომარეობა ფსორიაზის მართვაში რამდენად მნიშვნელოვანია?
– სტრესი ერთ-ერთი მთავარი გამწვავების ფაქტორია. ამიტომაც ვარჯიშთან ერთად რეკომენდებულია მედიტაცია, სიღრმისეული სუნთქვის ვარჯიშები, ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ზოგადად, ემოციური ჰიგიენა. აუცილებელია, ფსორიაზით დაავადებულებმა იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ კანის დაავადება არ არის – ის ცხოვრების წესია, რომელიც გულისხმობს საკუთარ თავზე ზრუნვას.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ ძილის, მოწევისა და მზეზე ყოფნის მნიშვნელობაზე?
– ძილი ფუნდამენტურია. ღამეში 7–8 საათი მშვიდი ძილი აუმჯობესებს იმუნურ პასუხს და ამცირებს ანთებით პროცესებს.
რაც შეეხება მოწევას – ფსორიაზის მქონე ადამიანებისთვის მოწევა მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს. ასევე – ალკოჰოლი, განსაკუთრებით გამწვავების ფაზაში.

მზის სხივები ზომიერად სასარგებლოა. ფსორიაზის სამკურნალოდ განსაკუთრებით UVB სხივებია ეფექტური. მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო – გადამეტებული გარუჯვა ან დამწვრობა ფსორიაზის გამწვავების რისკს ზრდის. ალტერნატივად შესაძლებელია ფოტოთერაპია ექიმის მეთვალყურეობით.

– ახლა უკვე ოფიციალურად დარეგისტრირებული ასოციაცია გაქვთ. როგორია თქვენი მომავალი გეგმები?
– ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლება, არამედ კონკრეტული ცვლილებების დანერგვა სისტემაში – ამ პროცესში ბატონმა გიორგი ფხაკაძემ დიდი მხარდაჭერა გამიწია. მინდა, რომ ისეთი პროგრამები, როგორიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დანერგა – უფასო პრეპარატებით – დანერგილ იქნეს საქართველოს ყველა რეგიონში. უკვე დავიწყე წერილების წერა სხვადასხვა უწყებაში და ველოდები გადაწყვეტილებას.

ასოციაცია „ალფა“ არა მხოლოდ ფსორიაზით დაავადებულებისთვის არის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მზად არის, იბრძოლოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის პასუხისმგებლობით.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა გაიგო თავისი დიაგნოზი და შეშინებულია?
– პირველი – არ შეგეშინდეთ! ფსორიაზი არ არის სასიკვდილო, ის მართვადია. ჰყავდეთ პროფესიონალი ექიმი გვერდით, არ აჰყვნენ მითებს და “გამოსაცდელ მალამოებს”.
მეორე – იზრუნეთ საკუთარ თავზე, იმსახურებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
მესამე – თქვენ მარტო არ ხართ. ერთად შეგვიძლია შეცვლა – ცნობიერების, მხარდაჭერის და მკურნალობის მიმართულებით.

 
ფსორიაზი მართვადია. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ემოციური სტაბილურობა და ექიმის რჩევების გათვალისწინება სიმპტომების კონტროლის მთავარი გზაა. ქეთი ფირცხალავას ინიციატივა ფსორიაზით დაავადებული ადამიანებისთვის იმედისა და მხარდაჭერის სივრცეს ქმნის. ახლა ისინი უკვე ერთად იბრძვიან უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

⸻

დისქლეიმერი

აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალას და არ ითვლება სამედიცინო, იურიდიულ ან ფინანსურ კონსულტაციად. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ, გთხოვთ, მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.

sheniekimi.ge, pacient.ge, sheniambebi.ge და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) მიერ მართული ყველა სოციალური მედიის პლატფორმა არ ატარებს პასუხისმგებლობას მოცემული შინაარსის გამო. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სტატიების ავტორს — ფსორიაზის პაციენტთა ასოციაციას (საქართველო).

 

FacebookTwitter
საერთაშორისო სახელწოდება: PsoriasisICD-11: EA90სრული სტატია ინგლისურად (news.gmj.ge)

ფსორიაზი — სიმპტომები

სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებასთან ერთად განიხილება. თითოეულზე დეტალური ინფორმაცია სიმპტომების ცნობარშია.

სახსრების ტკივილისახსრების ტკივილისიმპტომიკანის გამონაყარიკანის გამონაყარისიმპტომიკანის ქავილიკანის ქავილისიმპტომისისუსტე / დაღლილობასისუსტე / დაღლილობასიმპტომიშეშუპება / ოიდემაშეშუპება / ოიდემასიმპტომიძილის პრობლემებიძილის პრობლემებისიმპტომი

სხვა სტატიები: ფსორიაზი

  • ფსორიაზი – სისტემური ანთებითი დაავადება და თანამედროვე მიდგომები მკურნალობაში
  • ფსორიაზი – გენეტიკური თუ შეძენილი? ბოლო მიგნებები მეცნიერებიდან
  • სკაფო – ბიოლოგიური იმედი ფსორიაზით დაავადებულთათვის
  • ფსორიაზი და შშმ სტატუსი საქართველოში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  • ქეთევან ფირცხალავას ინიციატივა ფსორიაზით დაავადებულთა დასახმარებლად – პაციენტთა ახალი გაერთიანება საქართველოში
  • რა არის ფსორიაზი და როგორ ვლინდება, როგორია მისი რისკ-ფაქტორები? – გვხვდება თუ არა ფსორიაზი ბავშვებში?

იხილეთ ასევე: კანი

ქერტლიქეცი (ფავუსი)ჩაზრდილი ფრჩხილიჩირქოვანი ჰიდრადენიტიცელულიტიძირმაგარა (ფურუნკული)წითელი ბრტყელი ლიქენიჭინჭრის ციება (ურტიკარია)
დაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

პრეპარატები, რომელთა ჩვენებებშიც მოხსენიებულია: ფსორიაზი

სია ეფუძნება პრეპარატების ოფიციალურ ინსტრუქციებში მითითებულ ჩვენებებს და არ წარმოადგენს სამკურნალო რეკომენდაციას. არ მიიღოთ წამალი ექიმის კონსულტაციის გარეშე.
მომედერმისისტემური ჰორმონული პრეპარატები · MOMETASONE FUROATEურეცეპტოდდიპროსალიკი 30მლ ლოსიონიდერმატოლოგიური საშუალებები · betamethasone, salicylic acid ათქ.კლასიფიკაციის კოდი: D07XC0დერმოვეიტი 0.05% 25გ მალამოძვალ-კუნთოვანი სისტემა · clobetasolკლოვეიტიდერმატოლოგიური საშუალებები · CLOBETASOL PROPIONATEურეცეპტოდფლუცინარი გელი (FLUCINAR GEL)სისტემური ჰორმონული პრეპარატებიჭუპა-ჭუპა 100მლ ფლ (ნეოფ)დერმატოლოგიური საშუალებებიურეცეპტოდდიკლოფენაკი 1% 40გ გელი (ჰემფ)ძვალ-კუნთოვანი სისტემა · დიკლოფენაკი სამკურნალწამლო ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთრეცეპტითკაროტოლინი 100მლ ფლდერმატოლოგიური საშუალებებირეცეპტითლატიკორტი (LATICORT)სისტემური ჰორმონული პრეპარატები · HYDROCORTISONE-17 BUTYRATEურეცეპტოდფტოროკორტის მალამო 0.1% 15გძვალ-კუნთოვანი სისტემა · triamcinoloneრეცეპტითლორინდენი A (LORINDEN A)სისტემური ჰორმონული პრეპარატები · FLUMETHASONE PIVALATE; SALICYLIC ACIDურეცეპტოდკეტონალი რეტარდი 150მგ #20ტძვალ-კუნთოვანი სისტემა · ketoprofenრეცეპტით
ყველა პრეპარატი (82)

რომელ ექიმს მივმართოთ

სპეციალისტები, რომელთა პროფილსაც ეს მიეკუთვნება. პირველ რიგში შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ.

დერმატო-ვენეროლოგი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ინტერვიუსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმიშენი პაციენტიშენი უფლებებიჯანდაცვის ისტორია

საქართველოს და სენეგალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგები თანამშრომლობას იწყებენ – პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
შენი დაავადება

პორფირია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ბლოგიინტერვიუსიახლეებისხვა-ამბებიშენი უფლებებიჯანდაცვის ისტორია

რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში – თქვენს უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
CDC დაუპირატებელი ოპერაციების ცენტრი ებოლის რეაგირების კოორდინაციის მობილიზებაში
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

იტალიაში ორ ადამიანს, სავარაუდოდ, „ებოლას“ ვირუსი გამოუვლინდა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?