სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ფიტნესიმენტორების კვალიფიკაციის მნიშვნელობა პროფესიული მომზადების და გადამზადების მიმართულებით ძალზე მნიშვნელოვანია

მენტორების კვალიფიკაციის მნიშვნელობა პროფესიული მომზადების და გადამზადების მიმართულებით ძალზე მნიშვნელოვანია

მენტორების კვალიფიკაციის მნიშვნელობა პროფესიული მომზადების და გადამზადების მიმართულებით ძალზე მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებით – ფიტნესის სექტორში. ეს ეხება სხვადასხვა ფიტნეს დარბაზში დასაქმებულ მწვრთნელებსაც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ მომხმარებლის შედეგზე, არამედ მათ ჯანმრთელობაზეც, შესაბამისად, მათი განათლების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ფიტნესი საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალი მიმართულებაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას ბევრი მიმდევარი ჰყავს.

იხსნება ახალი ფიტნეს კლუბები, მოთხოვნა ფიტნეს ინსტრუქტორებზე იზრდება. შესაბამისად, გაჩნდა საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის საჭიროება, სადაც ნებისმიერი მსურველი, გარკვეული წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეძლებს განათლების მიღებას იმისთვის, რომ თავისი ჰობი პროფესიად აქციოს. “ახალგამომცხვარ“ ფიტნეს აკადემიებში კვალიფიციურ მენტორებზე მოთხოვნა ასევე იზრდება, მაგრამ, მოდით, გავერკვეთ, თუ რა არის “კვალიფიკაცია”: იქიდან გამომდინარე, რომ მომავალმა მწვრთნელმა უნდა იცოდეს სპორტის ფიზიოლოგია, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები, აქტიური და პასიური აპარატების ფუნქციები, მოძრაობის ბიომექანიკა, ნუტრიციოლოგია და ასე შემდეგ, ყველა ეს თემა საჭიროებს დარგის სპეციალისტს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოხვდით სასწავლებელში, სადაც ათ სხვადასხვა დისციპლინას/თემას კითხულობს ერთი ან ორი ადამიანი (ისტორიას, ფიზიკას, მედიცინას და სპორტულ ფსიქოლოგიას, რომელიც თითქმის ყველა აკადემიის ჩამონათვალში შეგხვდებათ, იმის მიუხედავად, რომ სპორტული ფსიქოლოგიის სპეციალისტები თითზე ჩამოსათვლელი გვყავს).

ალბათ დაგებადებათ კითხვა, თუ რამდენად კომპეტენტურია თქვენი მენტორი/ლექტორი. როგორც უკვე გითხარით, საჭიროა მენტორის/ლექტორის კვალიფიკაციის არსებობა და არამხოლოდ მისი პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

გარდა ამისა, მას უნდა ჰქონდეს მიღებული აკადემიური ცოდნა. დავუშვათ, ესპანეთში მენტორს/ლექტორს, რომელიც კითხულობს ლექციებს ერთ ან, მაქსიმუმ, ორ დისციპლინაში, მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად გავლილი აქვს 800საათი დამატებითი დრო ძირითადი განათლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ევროპაში ამ ყველაფერს არეგულირებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა, Europa sdandarts და Accréditation Sans Frontières, Public Health Institute. საქართველოში სულ მალე შემოვა ეს სტანდარტები, რომლებიც დაარეგულირებს როგორც აკადემიების, ისე ფიტნეს კლუბების მუშაობის ხარისხს. მაგრამ, სანამ ეს მოხდება, იყავით გაცნობიერებულნი სასწავლებლის შერჩევისას, თუ ეს სასწავლებელი არის არა სპორტის უნივერსიტეტი, არამედ პროფესიული მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი კურსი, მოითხოვეთ მენტორების კომპეტენციის დამადასტურებელი საბუთი:

  პირველმა ფიტნეს აკადემიამ განაახლა საგანმანათლებლო პროექტი სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში

1. უმაღლესი განათლება (სპორტის ან მედიცინის მიმართულებით).

2. თუ თქვენს მენტორს არ აქვს უმაღლესი განათლება, მოითხოვეთ საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანიზაციებით აღიარებული ფიტნეს ექსპერტის ან ქოუჩის დამადასტურებელი საბუთი.

3. 8-12 თემისგან შემდგარ საგანმანათლებლო პროგრამას უნდა კითხულობდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სხვადასხვა მენტორი.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights