By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ფიტნესი

ფიტნეს ტრეკერების მზარდი გამოყენება და მათი სარგებელი – ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მარტი 18, 2024 6:02 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

ფიტნეს ტრეკერების მზარდი გამოყენება და მათი სარგებელი

თუ ფიტნესი ან ჯანსაღი ცხოვრების წესი გიზიდავთ, ფიტნეს ტრეკერები თქვენი საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს.

ისინი აკონტროლებენ:

  • გავლილ ნაბიჯებს;
  • მანძილს;
  • დამწვარ კალორიებს;
  • გულისცემას;
  • ძილს და ა.შ.

ფიტნეს ტრეკერები ტექნოლოგიური წინსვლის დიდი ნაწილია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი გამოყენება განსაკუთრებით გაიზარდა და დღეს პროფესიონალი ათლეტები და უბრალოდ ვარჯიშის მოყვარულებიც საკუთარი შედეგების მონიტორინგისთვის აქტიურად იყენებენ.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ტრეკერებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სმარტ საათები სარგებლობს და ნავარაუდებია, რომ სეგმენტურად მისი წილი 2031 წლამდე 16.6%-ით გაიზრდება. ადამიანებში ჯანმრთელობისა და ფიტნესის კუთხით ცნობიერების დონის ზრდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სმარტ საათების ინდუსტრიის ზრდას ხელს შეუწყობს.

ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო

ბუნებრივია ისმის კითხვა, – Რატომ გაიზარდა ფიტნეს ტრეკერების პოპულარობა? ერთ-ერთი Მთავარი მიზეზი ის არის, რომ მომხმარებელს რაოდენობრივი მონაცემები/რიცხვები აინტერესებს და საკუთარი შედეგებისა და მიღწევების კონტროლი სიამოვნებს. გარდა ამისა, წინა ათწლეულებთან შედარებით, საკუთარი მონაცემების კონტროლი მაქსიმალურად მომხმარებელზეა მორგებული და მიზნების პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა.

ამასთან, ფიტნეს საათების ინტერაქციული ბუნება ვარჯიშს უფრო სახალისოს ხდის. მაგალითად, Ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ მრავალფუნქციური მოწყობილობა გახსენებთ, რომ ადგომის და მოძრაობის დროა. შეგიძლიათ დღიური აქტივობის მიზანიც დაისახოთ და მათი შესრულებით კმაყოფილება განიცადოთ. საკუთარი შედეგების მუდმივი გაუმჯობესებით კი თვითკმაყოფილების შეგრძნებაც იზრდება და, თეორიულად, თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ პროაქტიულ ნაბიჯებსაც დგამთ.

ტრეკერების მიზნობრივ-სეგმენტური განაწილება და შესაძლებლობები

გლობალური ფიტნეს ტრეკერების ინდუსტრია რამდენიმე სეგმენტად იყოფა:

  • Სირბილის მიმართულება
  • ველოსპორტის მიმართულება
  • გულისცემის რიტმის თვალყურის დევნება
  • სტრესის მართვა და სხვა.

სირბილის მიმართულებით აქტივობის ტრეკერებით მონიტორინგი ბაზარზე ყველაზე დიდ ადგილს იკავებს და 2031 წლისთვის სავარაუდოდ 16.3%-ით გაიზრდება. ფიტნესის, ჯანმრთელობისა და მონაცემთა მონიტორინგის მიზნით მოწყობილობების გამოყენება კი ამასობაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამასთან, გულისცემის რიტმის კონტროლის სეგმენტი აღნიშნული კატეგორიებიდან ყველაზე სწრაფად მზარდია.

ერთ დროს ფიტნეს ტრეკერებით მხოლოდ ნაბიჯებისა და გავლილი მანძილის კონტროლი იყო შესაძლებელი. დღეს კი სმარტ საათები იმაზე მეტის საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს ოდესმე ვინმეს წარმოედგინა. ყოველ ახალ მოდელთან ერთად ტექნოლოგია მუდმივად იხვეწება.

უახლესი მოდელის სმარტ საათებს კარგი ნავიგაცია, ტაიმერები, მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნის, ზარის განხორციელების, მუსიკის აპლიკაციის გამოყენების, მაღვიძარას დაყენების ფუნქციებიც აქვს. გარდა ამისა, ზოგიერთი წყალგამძლე მოდელი, როგორიცაა Apple Watch Ultra, მოწყობილობის ცურვის ან ყვინთვის დროს გამოყენებასაც იძლევა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მყვინთავებისთვის არის, რადგან მათ წყლის სიღრმისა და ტემპერატურის კონტროლის საშუალებაც ეძლევათ.

აღსანიშნავია, რომ ფიტნეს საათების გამოყენებამ ექიმთან ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება არ უნდა ჩაანაცვლოს. იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიას მართლაც რომ ბევრი სარგებელი აქვს, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში სიმპტომების კონტროლი ტრეკერებით არაზუსტი შეიძლება იყოს. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ სისხლში გლუკოზის შემცველობის სმარტ საათებითა და ბეჭდებით შემოწმება რისკის მატარებელი შეიძლება იყოს.

თუ თქვენ ისეთ მოწყობილობას ეძებთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას კომფორტს შემატებს და  თქვენი ჯანმრთელობის მართვაში დაგეხმარებათ, ჭკვიანი საათი შესანიშნავი არჩევანია. თუმცა, ფიტნეს ტრეკერების, მათ შორის სმარტ საათების გამოყენებას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ქრონიკული დაავადებების სიმპტომების მართვა გსურთ, მეტი უსაფრთხოებისთვის, უმჯობესია არჩევანი თქვენი კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთოთ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
FacebookTwitter
TAGGED:ფიტნეს ტრეკერების მზარდი გამოყენება და მათი სარგებელი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ფიზიკური აქტივობა - წყალი
შენი ფიტნესი

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
აკრედიტაციაინტერვიუსიახლეებისხვა-ამბებიშენი უფლებებიშენი ფიტნესიჯანდაცვის ისტორია

“ფიტნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტებს დავნერგავთ, აკრედიტაციის პროცესში კი საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოები დაგვეხმარებიან” – ვალერი გულბანი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გასულ ოთხ წელიწადში პოპულარული გახდა იდეა "ეფექტური გამეორებების" შესახებ
შენი ფიტნესი

გასულ ოთხ წელიწადში პოპულარული გახდა იდეა “ეფექტური გამეორებების” შესახებ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ქალბატონებს ხშირად აქვთ ეს კითხვა მწვრთნელებთან, შემიძლია თუ არა გავზარდო დუნდულა კუნთი ისე, რომ არ გამეზარდოს ფეხები?
შენი ფიტნესი

ქალბატონებს ხშირად აქვთ ეს კითხვა მწვრთნელებთან, შემიძლია თუ არა გავზარდო დუნდულა კუნთი ისე, რომ არ გამეზარდოს ფეხები?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?