სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიგაფრთხილება - შაქრის შემცვლელი ქსილიტოლი გულის შეტევისა და ინსულტის გაზრდილ რისკს შაქრის...

გაფრთხილება – შაქრის შემცვლელი ქსილიტოლი გულის შეტევისა და ინსულტის გაზრდილ რისკს შაქრის შემცვლელი ქსილიტოლი გულის შეტევისა და ინსულტის გაზრდილ რისკს დაუკავშირეს

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სისხლში ქსილიტოლის შედარებით მაღალი კონცენტრაცია გულის შეტევისა და ინსულტის მომატებულ რისკს უკავშირდება. ქსილიტოლი კალორიების არმქონე დამატკბობელია, რომელიც შაქრის შემცვლელად გამოიყენება უშაქრო ტკბილეულსა და სხვა პროდუქტებში.

კლივლენდის კლინიკის მეცნიერებმა პაციენტების მონაცემები შეისწავლეს; ჩაატარეს როგორც ლაბორატორიული, ასევე კლინიკური ცდები. მათი მიგნებები გამოცემაში European Heart Journal გამოქვეყნდა.

ქსილიტოლი შაქრის სპირტებს განეკუთვნება. იგი შაქრის შემცვლელი ნივთიერებაა, რომელიც ხშირად გამოიყენება უშაქრო ტკბილეულში, საღეჭ რეზინებში, ნამცხვრებსა და კბილის პასტებში. ბოლო ათი წლის განმავლობაში მსგავს ნივთიერებებს — შაქრის სპირტებსა და ხელოვნურ დამატკბობლებს — შაქრის ნაცვლად სულ უფრო ხშირად იყენებენ.

“კვლევა ისევ და ისევ აჩვენებს, რომ შაქრის სპირტები და ხელოვნური დამატკბობლები დაუყოვნებლივ უნდა გამოვიკვლიოთ, მით უმეტეს, რომ ჭარბწონიანობასა და დიაბეტთან საბრძოლველად ესენი ხშირადაა რეკომენდებული”, — განაცხადა სტენლი ჰეიზენმა, კვლევის ხელმძღვანელმა — “ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქსილიტოლის შემცველი კბილის პასტა უნდა მოისროლოთ, არამედ უნდა იცოდეთ, რომ სისხლის შედედების რისკები შეიძლება გაიზარდოს, როცა ისეთ პროდუქტს ვიღებთ, რომელშიც ეს ნივთიერება დიდი რაოდენობითაა”.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აშშ-სა და ევროპაში მცხოვრები 3 ათასი პაციენტი შეისწავლეს. გამოვლინდა, რომ სისხლში ქსილიტოლის მაღალი დონეები კავშირში იყო გულის პრობლემების გაზრდილ რისკებთან; ეს რისკები სამი წლის განმავლობაში იყო მომატებული. პაციენტთა მესამედში — მათში, ვისაც სისხლში ყველაზე დიდი რაოდენობით ჰქონდათ ქსილიტოლი — გულის პრობლემების რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე დანარჩენებში.

მიგნებების დასადასტურებლად მკვლევრებმა პრეკლინიკური ტესტირება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ქსილიტოლი თრომბოციტების შედედებას იწვევს და თრომბოზის რისკს ზრდის.

მეცნიერებმა თრომბოციტების აქტივობა ადამიანთა ორ ჯგუფში შეამოწმეს: ერთის წევრებმა ქსილიტოლით დამტკბარი სასმელი დალიეს, მეორისებმა კი — გლუკოზით დამტკბარი. შენიშნეს, რომ შედედების უნარი ქსილიტოლის მიღებისთანავე მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ეს გლუკოზის შემთხვევაში ასე არ ყოფილა.

ცნობისთვის, ნაშრომის ავტორებმა ერითრიტოლსა და გულსისხლძარღვთა პრობლემებს შორისაც გამოავლინეს კავშირი გასულ წელს.

მათი აზრით, მეტი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რამდენად უსაფრთხოა გულისთვის ქსილიტოლი ხანგრძლივ პერსპექტივაში. კვლევას რამდენიმე შეზღუდვა ჰქონდა, მათ შორის ისიც, რომ კლინიკური დაკვირვებებით კორელაცია გამოიკვეთა და არა მიზეზშედეგობრივი კავშირი.

მკვლევრები გვირჩევენ, რომ ჩვენზე მორგებული რეკომენდაციების მისაღებად ექიმს გავესაუბროთ და ასე გადავწყვიტოთ, როგორი საკვების მიღება იქნება ჩვენთვის გონივრული.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

ნოემბერი 26, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights