სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიმეცნიერებმა ბიორობოტული გული შექმნეს - ცოცხალი ორგანოს მსგავსად მუშაობს

მეცნიერებმა ბიორობოტული გული შექმნეს – ცოცხალი ორგანოს მსგავსად მუშაობს

ბიოლოგიური გულისა და სილიკონის რობოტული ტუმბოს კომბინაციით, მკვლევარებმა შექმნეს ბიორობოზური გული, რომელიც მუშაობს როგორც ნამდვილი, ფოკუსირებულია გულის მარცხენა მხარეს არსებულ სარქველზე. გულის სარქვლის სიმულატორი, რომელიც წარმოდგენილია 10 იანვარს ჟურნალში Device, შეუძლია მიბაძოს ჯანმრთელი ან დაავადებული გულის სტრუქტურას, ფუნქციას და მოძრაობას, რაც საშუალებას აძლევს ქირურგებსა და მკვლევარებს აჩვენონ სხვადასხვა ინტერვენცია რეალურ დროში მონაცემების შეგროვებისას.

ნამდვილი გულის ქსოვილისა და რბილი რობოტული ტექნოლოგიის შერწყმით, მეცნიერებმა ბიორობოტული გული შექმნეს, რომელიც ცოცხალი ორგანოს მსგავსად მუშაობს. მსგავსი მოდელის შექმნა აქამდე შეუძლებელი იყო და მეცნიერების თქმით, ამას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

ბიორობოტული გულის ადამიანზე გამოყენებამდე ჯერ კიდევ კვლევებია საჭირო. ტექნოლოგიას სიმულატორებსა და ცხოველების მოდელებზე გამოცდიან.

ამჟამინდელი სიმულატორების ვარგისიანობის ვადა მცირეა, შესაბამისად, მათი გამოცდა მხოლოდ რამდენიმე საათის გამავლობაშია შესაძლებელი. ცხოველებზე ცდები ძვირი, შრომატევადი და მორალური კუთხით საკამათოა.

სწორედ აქედან გაჩნდა იდეა ცხოველების გამოყენების აუცილებლობის შემცირების. და აი დღეს, ჩვენ სულ უფრო მეტი ორგანო გვაქვს, რომელსაც ლაბორატორიაში ზრდიან, ასევე გახშირდა კომპიუტერული მოდელები.

“ახალ სიმულატორს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მათთვის, ვინც გულის სარქვლის სხვადასხვა მდგომარეობასა და ინტერვენციებს სწავლობს. ეს შეიძლება იყოს ქირურგიული ტრენინგის პლატფორმა კლინიკოსებისთვის, სამედიცინო სტუდენტებისთვისა და სტაჟიორებისთვის”, — თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა და ბიოსამედიცინო ინჟინერმა ელენ როშმა.

გუნდი ფოკუსირებული იყო დაავადებაზე, რომელსაც მიტრალური რეგურგიტაცია ეწოდება. ეს გავლენას ახდენს დაახლოებით 24,2 მილიონ ადამიანზე. ამ დარღვევის დროს, მიტრალური სარქველი მარცხენა წინაგულსა და გულის პარკუჭს შორის არ იხურება სწორად, რაც ნიშნავს, რომ სისხლი შეიძლება არასწორი გზით მიედინება.

პაციენტებისთვის ამან შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სიმპტომი, ქოშინით დაწყებული კიდურების შეშუპებით გაგრძელებული და გულის უკმარისობაც კი. პრობლემის გამოსასწორებლად ქირურიგიული ჩარევა შესაძლებელია, მაგრამ სარქვლის უაღრესად რთული სტრუქტურის გამო ოპერაცია რთულია.

ჯანმრთელი და დაავადებული მიტრალური სარქვლის შესწავლის ახალი ხერხის შესაქმნელად, მკვლევრებმა ღორის გული გამოიყენეს. გულიდან სქელი კუნთი ამოიღეს, რომელიც აკრავს მარცხენა პარკუჭს და ჩაანაცვლეს ის რობოტული სილიკონის ტუმბოთი. გაბერვისას ტუმბო იკუმშება და ამუშავებს გულს, როგორც ამას ნამდვილი კუნთი აკეთებს, სისხლის ამოტუმბვის ძალით.

წყარო:

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights