იქთიოზი

0
525

იქთიოზი – მემკვიდრეობითი პრობლემა, რომელიც მიმდინარეობს როგორც დერმატოზი.  აღნიშნული დაავადება გამოირჩევა ე.წ. გარქოვანების დიფუზიური დარღვევით. საქმე ეხება გენურ მუტაციას, რომელიც გადაეცემა მემკვიდრეობით, დღემდე გაურკვეველი ბიოქიმიით. გენური მუტაციის ძირითადი გამოვლინებები, რაც იქთიოზს იწვევს, არის ცილების ცვლის დარღვევა. სისხლში გროვდება ამინომჟავები და ირღვევა ცხიმების ცვლა, რაც გამოიხატება ქოლესტერინის დონის მომატებაში. მემკვიდრეობით გადაცემა ხდება აუტოსომურ-დომინანტური ტიპით.
 
მიზეზები
·         გენური მუტაცია;
·         ფარისებრი, სასქესო და თირკმელზედა ჯირკვლების აქტივობის შემცირება;
·         ჰიპერკერატოზი;
·         კანის გარქოვანების პროცესის დარღვევა.
 
სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         კანის სიმშრალე და სიუხეშე;
·         მოთეთრო-მონაცრისფრო ლაქები ქავილის შემდეგ;
·         კანის ფაქტურა მკვეთრად შესამჩნევი ხდება;
·         სახსარში ეპიდერმისის აქერცვლა;
·         კბილების, თმის, ფრჩხილების მტვრევა;
·         ქრონიკული რეტინიტი და კონიუქტივიტი;
·         პროგრესირებადი ახლომხედველობა;
·         იმუნიტეტის დაქვეითება;
·         ჩირქოვანი ინფექციები;
·         ალერგიული რეაქციები;
·         ღვიძლის დაზიანება;
·         გულსისხლძარღვთა უკმარისობა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         გამოცდილი დერმატოლოგის კონსულტაცია, რომელიც გასცემს რჩევას როგორ უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა;
·         ეპიდერმისის ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
·         თანხმელბი დაავადებების დიაგნოსტირება.
 
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         А, В, Е, С ჯგუფის ვიტამინების, ნიკოტინის მჟავას დიდი დოზით მიღებას;
·         ლიპოტროპული პრეპარატების მიღებას;
·         პლაზმის, სისხლის გადასხმას;
·         ფარისებრი ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაზიანებისას ინსულინის ან ტირეოდინის მიღებას;
·         ჰორმონოთერაპიას;
·         კალიუმის პერმანგანატის აბაზანების მიღებას;
·         А ვიტამინის შემცველი დამარბილებელი საცხის წასმას კანზე;
·         სახამებლის აბაზანებს;
·         ულტრაიისფერ დასხივებას;
·         თელასოთერაპიას;
·         ჰელიოთერაპიას;
·         სამკურნალო ტალახის აბაზანებს.
 
საშიშროება
დაავადების მარტივ ფორმასაც შეუძლია გართულებების გამოწვევა, როგორიცაა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. 
 
პროფილაქტიკა
ქალებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია დაფეხმძიმებამდე, რომ მოხდეს გენეტიკური რისკის დონის შემოწმება. თუ იქთიოზი ნაყოფში აღმოჩნდება ამნიოტური სითხის გამოკვლევისას, რეკომენდირებულია ორსულობის შეწყვეტა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პანარიცია

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ