ნეფრიტი – თირკმელების ანთებითი დაავადება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· გადატანილი ინფექციური დაავადებები;
· იმუნური სისტემის დარღვევა;
· ხშირი გადაციება;
· თირკმლიდან შარდის გამოყოფის დარღვევა;
· თიკმლის სისხლით მომარაგების დარღვევა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· მაღალი ტემპერატურა;
· სხვადასხვა სახის შეშუპებები;
· ძლიერი შეკრულობა;
· თავის ტკივილი;
· შარდი ფერის შეცვლა;
· კუთებში მტვრევა;
· წელის ტკივილი;
· შარდის გამოყოფის შეფერხება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნეფროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· შარდის საერთო ანალიზი;
· სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
· თირკმელების რადიოიზოტოპური ანგიორენოგრაფია;
· სისხლის შრატის იმუნური ანალიზი;
· თირკმელების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· თირკმელების ბიოპსია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· თირკმელში სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგებელ პრეპარატებს;
· ფიზიოპროცედურებს;
· შარდმდენ პრეპარატებს;
· ჰემოდიალიზს.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში ინიშნება დიეტა, რომელიც ყოველდღიურად სითხის მიღებას ზღუდავს 700—800 მლ-მდე და ასევე იზღუდება მარილის მიღება.
საშიშროება
დაავადების უყურადღებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
· სისხლის მოწამვლას;
· თირკმლის ეკლამპსიას;
· ჩირქოვან დაავადებებს;
· ურემიას;
· თირკმლის უკმარისობას.
რისკის ჯგუფი
· ახალგაზრდა მამაკაცები;
· ბავშვები.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, დაავადების პორფილაქტიკისთვის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ არსებობს.
ნეფრიტი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ნეფრიტი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
