იქთიოზი – მემკვიდრეობითი პრობლემა, რომელიც მიმდინარეობს როგორც დერმატოზი. აღნიშნული დაავადება გამოირჩევა ე.წ. გარქოვანების დიფუზიური დარღვევით. საქმე ეხება გენურ მუტაციას, რომელიც გადაეცემა მემკვიდრეობით, დღემდე გაურკვეველი ბიოქიმიით. გენური მუტაციის ძირითადი გამოვლინებები, რაც იქთიოზს იწვევს, არის ცილების ცვლის დარღვევა. სისხლში გროვდება ამინომჟავები და ირღვევა ცხიმების ცვლა, რაც გამოიხატება ქოლესტერინის დონის მომატებაში. მემკვიდრეობით გადაცემა ხდება აუტოსომურ-დომინანტური ტიპით.
მიზეზები
· გენური მუტაცია;
· ფარისებრი, სასქესო და თირკმელზედა ჯირკვლების აქტივობის შემცირება;
· ჰიპერკერატოზი;
· კანის გარქოვანების პროცესის დარღვევა.
სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
· კანის სიმშრალე და სიუხეშე;
· მოთეთრო-მონაცრისფრო ლაქები ქავილის შემდეგ;
· კანის ფაქტურა მკვეთრად შესამჩნევი ხდება;
· სახსარში ეპიდერმისის აქერცვლა;
· კბილების, თმის, ფრჩხილების მტვრევა;
· ქრონიკული რეტინიტი და კონიუქტივიტი;
· პროგრესირებადი ახლომხედველობა;
· იმუნიტეტის დაქვეითება;
· ჩირქოვანი ინფექციები;
· ალერგიული რეაქციები;
· ღვიძლის დაზიანება;
· გულსისხლძარღვთა უკმარისობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· გამოცდილი დერმატოლოგის კონსულტაცია, რომელიც გასცემს რჩევას როგორ უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა;
· ეპიდერმისის ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
· თანხმელბი დაავადებების დიაგნოსტირება.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· А, В, Е, С ჯგუფის ვიტამინების, ნიკოტინის მჟავას დიდი დოზით მიღებას;
· ლიპოტროპული პრეპარატების მიღებას;
· პლაზმის, სისხლის გადასხმას;
· ფარისებრი ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაზიანებისას ინსულინის ან ტირეოდინის მიღებას;
· ჰორმონოთერაპიას;
· კალიუმის პერმანგანატის აბაზანების მიღებას;
· А ვიტამინის შემცველი დამარბილებელი საცხის წასმას კანზე;
· სახამებლის აბაზანებს;
· ულტრაიისფერ დასხივებას;
· თელასოთერაპიას;
· ჰელიოთერაპიას;
· სამკურნალო ტალახის აბაზანებს.
საშიშროება
დაავადების მარტივ ფორმასაც შეუძლია გართულებების გამოწვევა, როგორიცაა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
პროფილაქტიკა
ქალებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია დაფეხმძიმებამდე, რომ მოხდეს გენეტიკური რისკის დონის შემოწმება. თუ იქთიოზი ნაყოფში აღმოჩნდება ამნიოტური სითხის გამოკვლევისას, რეკომენდირებულია ორსულობის შეწყვეტა.
იქთიოზი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. იქთიოზი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%97%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
