ჰემატომა

0
542

ჰემატომა – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ოგანიზმის შიგნით გათხელებული ან შედედებული სისხლის დაგროვება, რაც წარმოიშობა სისხლძარღვის გაწყვეტით და ლოკალიზდება რბილ ქსოვილებში. ზომის მიხედვით ჰემატომა შეიძლება იყოს პატარა, შეუძლია დააზიანოს რბილი ქსოვილი და განთავსდეთ ორგანოს გვერდით. ჰემატომა ჩნდება კანქვეშ, კუნთებში, შინაგანი ორგანოების კედლებზე, თავის ტვინში.
 
მიზეზები
ჰემატომა წარმოიშობა შიდა სისხლდენის გამო, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული. დაავადების მიზეზებია:
·         ტრავმირება, რაც იწვევს სისხლძარღვების, არტერიის, ვენების გახეთქვას;
·         სისხლძარღვის არატრავმული დაზიანება;
·         მალორი-ვეისის სინდრომი;
·         სისხლძარღვების გამტარუნარიანობის დარღვევა;
·         სისხლის მიმოქცევის დარღვეული პროცესი.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მსუბუქი სახის ჰემატომა – სუსტი ან საშუალო ტკივილი, მცირე ზომის შესიება ჩნდება დღე-ღამის განმავლობაში;
·         საშუალო სახის ჰემატომა – საშუალო ტკივილი, ძლიერი შესიება, კიდურების ფუნქციის დარღვევა, ვითარდება 5-7 საათში;
·         მძიმე სახის ჰემატომა – ძლიერი ტკივილები, კიდურების ფუნქციის დარღვევა, ვითარდება 1-3 საათში;
·         დაზიანებულ ადგილას კანი წითლდება, შემდეგ იღებს მოყვითალო-მოლურჯო ფერს;
·         შიდაკუნთოვან ჰემატომას ახასიათებს მხოლოდ ტკივილები, ადგილობრივი გამოვლინებები ფაქტიურად შეუმჩნეველია;
·         თავის ტკივილი, გულის რევა, ღებინება (შიდა ჰემატომის დროს).
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ახდენს ექიმი-ქირურგი. მკურნალობის დასადგენად ის ატარებს საერთო დათვალიერებას და ნიშნავს:
·         მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         თავის ქალის ტრავმების შემთხვევაში – ქალის რენტგენს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ექოენცეფალოგრამას, ლიუმბალურ პუნქციას. 
 
მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ჰემატომის გამოვლენას;
·         თავის ქალის ტრეპანაციას (თავის ქალის ჰემატომის შემთხვევაში);
·         სილურჯის საწინააღმდეგო მალამოებს და გამწოვ პრეპარატებს.
ჰემატომის გამოვლენა და მოშორება საჭიროა მისი მცირე ზომის შემთხვევაშიც კი, რომ არ განვითარდეს რაიმე გართულებები.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         პარალიჩი;
·         პარეზი;
·         სუნთქვის გაჩერება;
·         კომა;
·         ლეტალური შედეგი.
 
პროფილაქტიკა
სამომავლოდ ჰემატომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
·         ტრავმების მაქსიმალურად აცილება;
·         ჰემატომის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმთან დროულად მისვლა, შემგდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პროქტიტი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
წინა სტატიაშიჰემანგიომა
შემდეგი სტატიაჰემიანოპსია
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ