პორფირია – წარმოადგენს პრობლემას, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლობინის სინთეზში მონაწილე ფერმენტების დეფიციტით.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· გვიანი კანის;
· ერითროპოეტიკური;
· ინტერმისირებული.
მიზეზები
პორფირია ძირითადად მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც ადამიანებს ორგანიზმში აქვთ კონკრეტული ფერმენტების დეფიციტი.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· კანზე გამონაყარი, ქავილით;
· მზის შუქისადმი გაზრდილი მგრძნობელობა;
· სხეულის გარკვეულ ნაწილებში წყლულების გაჩენა;
· ფრჩხილების დეფორმაცია და მტვრევა;
· შარდის წითელი ფერი;
· მაღალი არტერიული წნევა;
· კანის მოწითალო ფერი;
· სიბრმავე;
· სახსრების კონტრაქტურა;
· ანემია;
· მუცლის ტკივილი;
· ნერვების დაზიანება;
· მზის დასხივების ადგილებში თმის ჭარბი ზრდა;
· ფსიქოზი;
· პოლინევრიტი;
· გონების დაბინდვა;
· კომატოზური მდგომარეობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი, რისთვისაც ინიშნება:
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
· შარდის ბიოქიმიური ანალიზი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· მზის დასხივებისგან თავის დაცვას;
· არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს;
· პლაზმოფარეზს;
· გლუკოზის ხსნარის ინფუზიის მიღებას;
· სპლენექტომიას.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა ლეტალური შედეგის დადგომა.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური ღონისძიებები არ არსებობს.
პორფირია
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
