სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები...

ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს

ქიმწმენდის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა.
ვლილების მიხედვით, აკრძალულია ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება. განსაზღვრულია მათგან დაშორების მინიმალური მანძილიც – დიდი ქიმწმენდებისთვის, მინიმუმ, 100 მეტრი, მინი ქიმწმენდებისთვის კი – მინიმუმ, 50 მეტრი. მინი ქიმწმენდისათვის, ასევე, დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში განთავსება, ისიც სპეციალური სტანდარტების მიხედვით.
ახალი რეგლამენტის მიხედვით, ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს. აქ დასაქმებულთა შრომის პირობებისა და მათი უფლებების დაცვას, ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებულია, აწარმოოს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის პერიოდული მონიტორინგი, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების კონტროლს, ატმოსფერულ ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "სამინისტროს პროგრამების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ვაგრძელებთ შეხვედრებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან“ - მორიგი შეხვედრა მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ - მედცენტრში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights