ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს დამატებით 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს. საუბარია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვის, ანთების საწინააღმდეგო და სხვა, ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე.
ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და ცვლილებები გააცნო.
ინიციატივა 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია. რეფერენტული ფასების რეფორმით, სახელმწიფო განსაზღვრავს მედიკამენტების ღირებულების მაქსიმალური ზღვარს, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია იკრძალება. ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მოსაზრებები ორი კვირის ვადაში სამინისტროს წარუდგინონ.
სამი წლის წინ დაწყებული პროცესის ფარგლებში აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე მედიკამენტების ნაწილზე მაქსიმალურ ღირებულება უკვე განსაზღვრა. შედეგად, სამინისტროს ინფორმაციით 7500-მდე ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით უკვე შემცირდა. რეფორმის მთავარი მიზანი პროდუქციის გაიაფება და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ცვლილებას მიესალმებიან ჯანდაცვის კომიტეტშიც.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ღირებულების მაქსიმალური ზედა ზღვარი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

