სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedრას უკავშირებენ, ახალი ვირუსების გააქტიურებას - რა არის „დაავადება X“, უნდა ველოდოთ...

რას უკავშირებენ, ახალი ვირუსების გააქტიურებას – რა არის „დაავადება X“, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ პანდემიას

„დაავადება X” რომელიც, შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე COVID-19. მის გააქტიურებას მეცნიერები 3-5 წელში ვარაუდობენ.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ „დაავადება X”-ს.

„დაავადება X” უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელია, რომელსაც პანდემიის ან ეპიდემიის გამოწვევა შეუძლია.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მედიცინის სფეროს წარმომადგენლები და მეცნიერები ახალი ვირუსების გააქტიურებას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.

„მედიცინის სფეროს წარმომადგენლები და მეცნიერები ახალი ვირუსების გააქტიურებას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ და მსოფლიოს მოუწოდებენ, ვირუსს მომზადებულები შეხვდნენ, –  გადამზადებული მედპერსონალი, ვაქცინები და საინფორმაციო კამპანია.

ყველა მათემატიკური მოდელი გვეუბნება, რომ ახლო მომავალში იქნება აფეთქება –  ე.წ. „X“ პანდემია.

სავარაუდოდ, როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს იქნება 20-ჯერ ძლიერი, ვიდრე კოვიდი.

უნდა იყოს მზად ჯანდაცვის სისტემა, მზად უნდა იყვნენ მეცნიერები, ქარხნები, რომლებიც წამლებსა და ვაქცინებს აწარმოებენ, ასევე გლობალური და ადგილობრივი ჯანდაცვის ეპიდემოლოგიური სამსახურები.

კოვიდის დროს დაშვებული შეცდომები არ უნდა განმეორდეს…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ “დაავადება X”-ს, რომელიც, შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე COVID-19, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ
“დაავადება X” უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელია, რომელსაც ეპიდემიის ან პანდემიის გამოწვევა შეუძლია.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაფრთხილებები, რომ უცნობმა “დაავადება X” შეიძლება გამოიწვიოს 20-ჯერ მეტი სიკვდილი, ვიდრე კორონავირუსის პანდემია“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ახალ პანდემიასთან დაკავშირებით შეხვედრა ოთხშაბათს, 17 იანვარს გაიმართება.

„დაავადება X” – უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელწოდებაა, რათა შესაძლო საფრთხისთვის კონტრზომების შემუშავება უფრო აქტიური გახდეს, კონტრზომებში განიხლება ვაქცინები და ტესტები. ამ დაავადების შესასწავლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 300-ზე მეტი მეცნიერთა ჯგუფი ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მიიწვია, რომლებმაც დაასკვნეს, რომ „უცნობი პათოგენი, რომელმაც შესაძლოა გლობალური სერიოზული პანდემია გამოიწვიოს, კოვიდ-19-თან შედარებით 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელია”.

  ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights