By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
Uncategorized

„ჩუმი პანდემია“, რომელიც უკვე კლავს – 3 მილიონზე მეტი ბავშვი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებისგან გარდაიცვალა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: აპრილი 16, 2025 4:54 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
„ჩუმი პანდემია“, რომელიც უკვე კლავს – 3 მილიონზე მეტი ბავშვი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებისგან გარდაიცვალა
#post_seo_title
გაზიარება

„ჩუმი პანდემია“, რომელიც უკვე კლავს – 3 მილიონზე მეტი ბავშვი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებისგან გარდაიცვალა

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

მეგობრებო,

მოვიდა დრო, ხმამაღლა ვილაპარაკოთ იმ საფრთხეზე, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება ჩუმად და უკვე მილიონობით ბავშვს ართმევს სიცოცხლეს — საუბარია ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) პრობლემაზე.

რას ნიშნავს ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR)?

AMR მაშინ ჩნდება, როცა ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები დროის განმავლობაში დაეჭინებიან და ევოლუციურად სწავლობენ, როგორ გაუძლონ ანტიბიოტიკებსა და მკურნალობას.

შედეგად, ჩვეულებრივი ინფექციებიც კი აღარ ექვემდებარება მკურნალობას და ხდება სასიკვდილო.

მსოფლიო სტატისტიკა – 2022 წელი

The Lancet-ის ახალი კვლევის მიხედვით:

  • 3.1 მილიონი ბავშვი გარდაიცვალა ინფექციებისგან, რომლებსაც ანტიბიოტიკებისადმი გამძლე მიკრობები იწვევენ
  • სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა:
  • სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 752,000 ბავშვი
  • სუბსაჰარულ აფრიკაში – 659,000 ბავშვი
  • ყველაზე საშიში ინფექციებია:
  • პნევმონია
  • სისხლის ინფექციები
  • ახალშობილთა ინფექციები

მთავარი პრობლემა:

ბავშვები იღუპებიან, რადგან უკვე არსებული ანტიბიოტიკები აღარ მუშაობს!

წყარო:

The Lancet. Burden of bacterial antimicrobial resistance in children under 5 years. April 2024.

https://www.thelancet.com/…/PIIS0140-6736(24)01867…/fulltext

გლობალური სურათი – რატომ არის ეს პანდემიური მასშტაბის პრობლემა?

  • ანტიბიოტიკების გადაჭარბებული და არასწორი გამოყენება — მათ შორის გრიპზე, ცივზე, ან „თავის დასაზღვევად“
  • ცხოველთა ფერმებში ანტიბიოტიკების გამოყენება საკვების გასაზრდელად
  • ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან ახალი ანტიბიოტიკების ნაკლები ინვესტირება

თუ არ ვიმოქმედეთ დღეს, სამყარო დაუბრუნდება ე.წ. “პრეანტიბიოტიკურ ეპოქას”, სადაც ბაქტერიული ინფექციები კვლავ კლავს ადამიანებს ისეთივე მასშტაბით, როგორც ეს ხდებოდა ასი წლის წინ.

საქართველო – რეალობა, საფრთხე და შანსი

AMR-ისგან გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოში (2019):

  • 2,800 ადამიანი გარდაიცვალა
  • ეს მეტია, ვიდრე დიაბეტით, ღვიძლის დაავადებებით ან თირკმლის უკმარისობით გარდაცვლილთა რიცხვი

(Source: IHME, 2023 AMR Country Profile: Georgia)

პრობლემები საქართველოში:

  • ანტიბიოტიკების ურეცეპტო გაყიდვა დღესაც ხშირია
  • მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რომ ანტიბიოტიკი ვირუსებზე არ მოქმედებს
  • ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჯერ კიდევ შეზღუდულია
  • ჯანდაცვის პერსონალის სწორი ტრენინგი და ზედამხედველობა საჭიროებს გაძლიერებას

მძლავრი უპირატესობა:

საქართველო ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, სადაც ფაგების თერაპია — ანუ ბუნებრივი ვირუსების გამოყენება ბაქტერიების საწინააღმდეგოდ — უკვე 90 წელზე მეტია გამოიყენება გიორგი ელიავას ინსტიტუტში.

გამოსავალი არსებობს!

  1. განათლება და ინფორმირებულობა
  • საზოგადოება უნდა იცნობდეს ანტიბიოტიკების სწორ გამოყენებას
  • მშობლებს უნდა აუხსნას პედიატრმა, რომ გრიპზე ანტიბიოტიკი არ მუშაობს!
  1. მკაცრი რეგულაციები
  • ანტიბიოტიკები უნდა გაიყიდოს მხოლოდ რეცეპტით
  • ფარმაცევტული ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს
  1. ვაქცინაცია
  • ვაქცინები აცილებს ინფექციებს და ამცირებს ანტიბიოტიკების საჭიროებას
  1. ფაგების თერაპიის განვითარება
  • სახელმწიფო უნდა დააფინანსოს ფაგების თერაპიის კვლევა და ხელმისაწვდომობა
  1. სანიტარია და ჰიგიენა
  • ინფექციების პრევენცია იწყება ხელის დაბანით და სუფთა გარემოთი

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„ჩუმად მიმდინარე პანდემია გვივრცელდება. ეს არ არის მხოლოდ ექიმების ან ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემა — ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა.

მარტივი გადაწყვეტილებები — როგორიცაა ანტიბიოტიკის არათვითნებური მიღება — მომავალში შესაძლოა ბავშვის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს.

საქართველოში გვაქვს უნიკალური რესურსი — ფაგები — მოდი, გამოვიყენოთ იგი გონივრულად.

და რაც მთავარია, ანტიბიოტიკი უნდა იყოს ბოლო არჩევანი, არა პირველი ნაბიჯი!“

წყაროები (მთელი სტატისტიკა):

  1. The Lancet. Burden of bacterial antimicrobial resistance in children under 5 years. 12 April 2024.

https://www.thelancet.com/…/PIIS0140-6736(24)01867…/fulltext

  1. Clinton Health Access Initiative. Over 3 million children died from AMR-related infections in 2022. 12 April 2025.

https://www.clintonhealthaccess.org/…/over-3-million…/

  1. CIDRAP. More than 3 million child deaths in 2022 linked to antimicrobial resistance. 14 April 2025.

https://www.cidrap.umn.edu/…/more-3-million-child-deaths…

  1. IHME. Antimicrobial Resistance Country Profile – Georgia. September 2023.

https://www.healthdata.org/…/defa…/files/2023-09/Georgia.pdf

  1. CDC Global Health – Georgia.

https://www.cdc.gov/global-health/countries/georgia.html

გაიგეთ მეტი:

შენი ექიმი – სამედიცინო ცოდნა ყველასთვის: www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ანტიბიოტიკები #AMR #ბავშვებისჯანმრთელობა #საჯაროინფორმაცია #შენიექიმი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

 

FacebookTwitter
TAGGED:„ჩუმი პანდემია“რომელიც უკვე კლავს – 3 მილიონზე მეტი ბავშვი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებისგან გარდაიცვალა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

MYMEMORY WARNING: YOU USED ALL AVAILABLE FREE TRANSLATIONS FOR TODAY. NEXT AVAILABLE IN 20 HOURS 07 MINUTES 53 SECONDS VISIT HTTPS://MYMEMORY.TRANSLATED.NET/DOC/USAGELIMITS.PHP TO TRANSLATE MORE

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Breaking News banner: red badge with bolt icon, "GMJ.ge News" logo, and small text reading "Health Alert · Developing Story" on a dark blue dotted background.
Uncategorizedშენი ექიმი

ნიგერმა ინდური წარმოების Bulmex-ის ბრინჯი ლითონებით დაბინძურების გამო აკრძალა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სოია და ტვინის ჯანმრთელობა
Uncategorized

სოია და ტვინის ჯანმრთელობა: რას აჩვენებს აზიურ კოჰორტებში ჩატარებული ახალი კვლევები კოგნიტური დაქვეითების შესახებ?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Uncategorized

პროფესია ექიმი – ექიმის გზა…

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?