ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარისხვა-ამბებიპირბადეების ტარება სავალდებულო გახდა...

პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა…

ესპანეთის ხუთ რეგიონში გრიპისა და COVID-19 შემთხვევების ზრდის გამო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ვალენსიაში პირბადეების ტარება სავალდებულოა მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისთვის და სამედიცინო დაწესებულებების ვიზიტორებისთვის.

მეზობელ კატალონიაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. არაგონის რეგიონის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით კი დახურულ სივრცეებში.

პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა მურსიაშიც, ხოლო გალისიაში პირბადეების ტარების რეკომენდაცია გაიცა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ვირუსი, რომელიც შეიძლება ჩვენს ორგანიზმში წლობით მიძინებული იყოს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights