საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
გიორგი ფხაკაძე მრავალპროფილურ კლინიკა ინოვა ინვიტროს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კლინიკა Innova Medical Center გადის აკრედიტაციას ჩვენთან, აკრედიტაცია კანადასთან.
„ეს კლინიკა Innova Medical Center გადის აკრედიტაციას ჩვენთან, აკრედიტაცია კანადასთან. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…
„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. კლინიკა აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.
ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.
კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი, 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი.
კლინიკაში გაერთიანდნენ ექიმები ნეიროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი და პლასტიკური ქირურგიის, ბარიატრიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, ანგიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის, მამოლოგიის, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში ფუნქციონირებს რადიოლოგიური სამსახური, კომპიუტერული ტომოგრაფია,ჰორმონული ლაბორატორია, რენტგენი, ულტრაბგერითი და DXA-დენსიტომეტრიის დიაგნოსტიკის აპარატები.
2016 წლის ივლისში ინოვაში, ესპანურ კლინიკათა ქსელ IVI-სთან პარტნიორობით გაიხსნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო, ქეთევან ოსიძის ხელმძღვანელობით.
ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით. კლინიკის სპეციალისტები, IVI-სთან თანამშრომლობით გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.
ინოვა ინვიტროს ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები