სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიროგორ ამოვიცნოთ ძალადობის ნიშნები ბავშვებში?

როგორ ამოვიცნოთ ძალადობის ნიშნები ბავშვებში?

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

რა ნიშნებით უნდა ამოიცნოს მშობელმა, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლია?

საუბრობს ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი:

„ფიზიკური ძალადობის დროს, გარდა იმისა, რომ სხეულს ნაკვალევი ემჩნევა, ძალიან აშკარაა. განსაკუთრებით სპეციალისტებისთვის, ადვილად შესამჩნევია.

თუ კარგად დააკვირდებიან მშობლები სიტუაციას, თუ თავად არ არიან ძალადობის ჩამდენი და რომელიმე დაწესებულებაში ვინმე ახორციელებს, მიხვდებიან. ადვილად შეამჩნევენ იმ ნიშნებს, რაც ჩვენს ფსიქიკას ძალადობის შემთხვევაში ახასიათებს.

ბავშვის ქცევა ამ დროს იცვლება. ის შეიძლება, აგრესიული გახდეს. უეცარი ცვლილება მის ქცევაში ნიშანია იმისა, რომ რაღაც კარგად არ არის. თუ მეტყველება მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია, ისინი იმ ფრაზებითა და ქმედებებით თამაშს იწყებენ, რასაც მათზე უფროსი ახორციელებს. თამაშის დროს დავაკვირდეთ, როგორ ეჩხუბება, ურტყამს, ან წიწკნის თოჯინას, ეზოში ჩასული როგორ ეკონტაქტება მეგობარს არასათანადო გზით.

ამ დროს თვითშეფასება ძალიან ირყევა. ბავშვი, განსაკუთრებით, მცირე ასაკის ბავშვი, ფიქრობს, რომ კარგი არ არის, ჰგონია, იმიტომ დაისაჯა, რომ ამას იმსახურებდა და სხვებისაგან განსხვავდება. ბავშვი ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებს, ამიტომ, სიჩუმე და ართქმა შეიძლება, ჩვეულებრივი ქცევა იყოს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ასე ეგონოს.

ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ღამის ენურეზი, ყურადღების, კონცენტრაციის პრობლემები, ხშირი და უეცარი ემოციური რეაქციები, ძლიერი ტირილი, რომლის მიზეზსაც უფროსი ვერ ხვდება შესაძლოა, ძალადობის შედეგად განვითარდეს. შეიძლება, ნახატში ხატავდეს ისეთ რამეს, რაც მიმანიშნებელია, რომ ძალადობას აქვს ადგილი.  განვითარებას თვალყური ვადევნოთ, უნდა ვნახოთ, ადეკვატურად მიდის, თუ არა ეს პროცესი. თუ კარგი დამკვირვებლები ვართ, აღნიშნულ ცვლილებებს სწრაფად აღმოვაჩენთ და შესაბამისი რეაგირებაც გვექნება, რაც უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ძალადობის სხვადასხვა პრევენციაა, განათლებაზე ბევრს მუშაობენ, ძალადობა მაინც ხდება. შეიძლება, შეამცირეს, მაგრამ მაინცაა. თუ ძალადობა მოხდა – უნდა ჩავერიოთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ, ემოციურად და ფსიქოლოგიურად მხარი დავუჭიროთ, რომ მან ნორმალური განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლოს.

  რადიო "პოზიტივი" მედიაჰოლდინგ "შენის" პარტნიორი გახდა

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights