
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: ბათუმი / აჭარა
- ექიმი
- ხატია დოლიძე
- სპეციალობა
- გადაუდებელი მედიცინა
- რეგიონი
- ბათუმი / აჭარა
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1987 წლის 23 აპრილს, ქალაქ ბათუმში. 1994-2004 წლებში სწავლობდა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში. სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2004 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პედიატრიის ფაკულტეტზე, ხოლო 2011 წელს ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტი გახდა, ზოგადი პედიატრიის სპეციალობით. მისი პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება პედიატრიასა და გადაუდებელ მედიცინას. 2014-2023 წლებში ხატია დოლიძე ეწეოდა პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, სადაც მუშაობდა ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმად. მას მოპოვებული აქვს ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი. პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობასთან ერთად, ის აქტიურადაა ჩართული აკადემიურ და პედაგოგიურ სფეროში. 2020 წლიდან დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად იკავებს ასისტენტ-პროფესორის აფილირებულ პოზიციას. პროფესიული და აკადემიური განვითარების მიზნით, 2024 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.
რა არის კარგი ექიმი?
მედიცინა, მეცნიერებისა და ჰუმანურობის სინთეზია, სადაც მკურნალობის ეფექტურობა ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ამყარებს ექიმი კავშირს პაციენტთან. იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს ნამდვილი პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმი, მას შემდეგი ძირითადი თვისებები სჭირდება: ემპათია, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ღრმა კლინიკური ცოდნა, უწყვეტი განათლების სურვილი, ემოციური მდგრადობა კრიტიკულ სიტუაციებში, გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგების პატივისცემა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემი ინსპირაციის წყარო დედაჩემია - ისიც პედიატრია. მთელი ბავშვობა ვხედავდი, როგორ ზრუნავდა პაციენტებზე, როგორი კომუნიკაცია ჰქონდა მათთან და რა კარგი უკუკავშირი იყო მათ შორის. ყოველთვის მინდოდა ექიმობა, კონკრეტულად კი პედიატრობა - ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ბავშვობიდან მომყვებოდა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი იდეალი, პირველ რიგში, დედაჩემია. მადლობას ვუხდი უფალს, რომ ის სულ ჩემს გვერდით არის და ჩემს კარიერულ განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ასევე, მადლიერი ვარ იმ ლექტორების და მასწავლებლების, რომლებმაც სწავლების პერიოდში დიდი გავლენა იქონიეს ჩემს ექიმად ჩამოყალიბებაში.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვეტყოდი, რომ კარგად ისწავლონ საბაზისო საგნები, აირჩიონ ის განხრა, რომელიც მათ სიამოვნებას მიანიჭებთ და დააინტერესებთ. ეს რაც შეეხება პროფესიულ მხარეს. მეორე მხრივ კი ვურჩევდი ნებისყოფას, მონდომებას, ინტერესს, მოთმინებას, ემპათიას პაციენტების მიმართ და მყარ, თბილ ურთიერთდამოკიდებულებას.
გამოცდილება
ხატია დოლიძე დაიბადა 1987 წლის 23 აპრილს, ქალაქ ბათუმში. 1994-2004 წლებში სწავლობდა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში. სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2004 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პედიატრიის ფაკულტეტზე, ხოლო 2011 წელს ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტი გახდა, ზოგადი პედიატრიის სპეციალობით. მისი პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება პედიატრიასა და გადაუდებელ მედიცინას. 2014-2023 წლებში ხატია დოლიძე ეწეოდა პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, სადაც მუშაობდა ბავშვთ
სამუშაო ადგილი
ლიდერმედი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს გადაუდებელი მედიცინის ექიმი
მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების პირველადი შეფასება და მართვა სასწრაფო დახმარებასა და მიმღებ განყოფილებაში.
სიმპტომები, რომლებითაც გადაუდებელი მედიცინის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება




