
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთი
- ექიმი
- ცირა ზარანდია
- სპეციალობა
- გადაუდებელი მედიცინა
- რეგიონი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1987 წელს ქალაქ სოხუმში. იმ პერიოდის მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, მის ოჯახს მოუწია მშობლიური მხარის დატოვება და მამისეულ სახლში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში დასახლება. ზოგადი განათლება ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში მიიღო. სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სწავლა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში განაგრძო. სწორედ აქ გაატარა თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები და გადადგა პირველი ნაბიჯები პროფესიულ მედიცინაში. აკადემიის დასრულების შემდეგ, ცირა ზარანდიამ რეზიდენტურის კურსი რადიოლოგიის სპეციალობით გაიარა. მისი სამედიცინო პრაქტიკა და პროფესიული კარიერა 2014 წლიდან იწყება. ამ წლების განმავლობაში იგი აქტიურად საქმიანობდა ქალაქ ზუგდიდში მოქმედ სხვადასხვა წამყვან კლინიკაში. ამჟამად ცირა ზარანდია პარალელურად სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო - აქ მას ყოველდღიური შეხება აქვს მწვავე და მრავალპროფილურ პაციენტებთან, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მართვასთან. ქალთა კონსულტაცია - იგი მუშაობს ორსულებთან, რაც მისგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს, მაქსიმალურ ყურადღებასა და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. - კლინიკა „გასტრო ცენტრი“: აღნიშნულ დაწესებულებაში ის ატარებს მაღალტექნოლოგიურ კვლევებს კუჭ-ნაწლავის პროფილის მქონე პაციენტებისთვის.
რა არის კარგი ექიმი?
პირველ რიგში, საჭიროა პიროვნული თვისებებით იყოს გამორჩეული: მოუსმინოს პაციენტს, გულთან ახლოს მიიტანოს მისი გასაჭირი, შეინარჩუნოს სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში. აუცილებელია, პროფესიული თვალსაზრისითაც იყოს მუდმივად სიახლეების ძიებაში, ასევე მუდმივად ჩართული იყოს და ეცნობოდეს თანამედროვე კვლევებსა თუ მეთოდებს.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ბავშვობიდანვე, რაც კი მახსოვს, სულ მინდოდა ვყოფილიყავი ექიმი. კონკრეტულად რომელიმე მოვლენა ან შემთხვევა არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი. ეს იყო დიდი ოცნება, რომელიც ბევრი შრომისა და წვალების შედეგად ამიხდა. ამით მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
კონკრეტული პიროვნება, რომელსაც ვბაძავ, არ მყავს, თუმცა არსებობენ პროფესიონალები, რომელთა მიმართაც დიდ სიმპათიასა და პატივისცემას გამოვხატავ. მიუხედავად ამისა, ამას მაინც ვერ დავარქმევდი მიბაძვას.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვეტყოდი, რომ მაქსიმალურად დიდი შრომა და ენერგია უნდა ჩადონ ამ საქმეში. არ დაკარგონ არც ერთი წუთი უქმად. მხოლოდ ამ პროფესიის სიყვარულითა და თავდაუზოგავი შრომით მიაღწევენ სასურველ შედეგს.
გამოცდილება
ცირა ზარანდია დაიბადა 1987 წელს ქალაქ სოხუმში. იმ პერიოდის მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, მის ოჯახს მოუწია მშობლიური მხარის დატოვება და მამისეულ სახლში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში დასახლება. ზოგადი განათლება ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში მიიღო. სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სწავლა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში განაგრძო. სწორედ აქ გაატარა თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები და გადადგა პირველი ნაბიჯები პროფესიულ მედიცინაში. აკადემიის დასრულების შემდეგ, ცირა ზარანდიამ რეზიდენტურის კურსი რადიოლოგიის სპეციალობით გაიარა. მისი სამედიცინო პრაქტიკა და პროფესიული
სამუშაო ადგილი
ნიუ ჰოსპიტალსი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს გადაუდებელი მედიცინის ექიმი
მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების პირველადი შეფასება და მართვა სასწრაფო დახმარებასა და მიმღებ განყოფილებაში.
სიმპტომები, რომლებითაც გადაუდებელი მედიცინის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება

