
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: იმერეთი
- ექიმი
- შორენა სულავა
- სპეციალობა
- ნეონატოლოგია
- რეგიონი
- იმერეთი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1956 წლის 18 აპრილს ქალაქ ქუთაისში. 1973 წელს წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის №7 საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 1981 წელს. სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ მან აქტიურად გააგრძელა პროფესიული განვითარება და 1984–1985 წლებში გაიარა, კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ქალაქ მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, სადაც მიენიჭა ექიმი-ნეონატოლოგის კვალიფიკაცია. მოგვიანებით, 2002 წელს, მან წარმატებით ჩააბარა ექიმთა სასერტიფიკაციო გამოცდა ექიმ-ნეონატოლოგის სპეციალობით. შორენა სულავას მრავალწლიანი და პროფესიულად მდიდარი საექიმო გამოცდილება მოიცავს მუშაობას დასავლეთ საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. მისი პროფესიული საქმიანობა 1982 წელს დაიწყო ქალაქ წყალტუბოს ბავშვთა საავადმყოფოში ექიმ- პედიატრად, სადაც 1983 წლამდე იმუშავა. 1984–1988 წლებში საქმიანობდა ქუთაისის №3 სამშობიარო სახლში ექიმ-ნეონატოლოგის პოზიციაზე. 1988 წლიდან შორენა სულავა სათავეში ჩაუდგა ქუთაისის №1 სამშობიარო სახლის ახალშობილთა ფიზიოლოგიურ განყოფილებას (1988–2003 წლები). ამავდროულად, 1988 წლიდან 2011 წლამდე, ის ხელმძღვანელობდა დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის (2003–2011 წლებში — ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი) ახალშობილთა ფიზიოლოგიურ განყოფილებას. 2012–2021 წლებში მუშაობდა აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ახალშობილთა განყოფილების ექიმ- ნეონატოლოგად. 2021 წლიდან დღემდე, შორენა სულავა აგრძელებს ნაყოფიერ საექიმო საქმიანობას დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ექიმი- ნეონატოლოგის პოზიციაზე. შორენა სულაძე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონფერენციასა და ტრენინგში ნეონატოლოგიისა და პედიატრიის მიმართულებით, ფლობს შესაბამის სერტიფიკატებს.
რა არის კარგი ექიმი?
პირველ რიგში, უყვარდეს ადამიანი და შეეძლოს სხვისი ტკივილისა თუ პრობლემების გათავისება.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ბავშვებისადმი სიყვარულმა და საჭიროების შემთხვევაში მათი დახმარების სურვილმა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ის პროფესიონალი და კეთილშობილი ექიმები, რომლებიც ჩემი საქმიანობის განმავლობაში შემხვდნენ.
რჩევა მომავალ ექიმებს
პროფესიის არჩევისას მზად იყვნენ იმ დიდი პასუხისმგებლობისა და შრომისთვის, რასაც ექიმობა გულისხმობს.
გამოცდილება
შორენა სულავა დაიბადა 1956 წლის 18 აპრილს ქალაქ ქუთაისში. 1973 წელს წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის №7 საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 1981 წელს. სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ მან აქტიურად გააგრძელა პროფესიული განვითარება და 1984–1985 წლებში გაიარა, კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ქალაქ მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, სადაც მიენიჭა ექიმი-ნეონატოლოგის კვალიფიკაცია. მოგვიანებით, 2002 წელს, მან წარმატებით ჩააბარა ექიმთა სასერტიფიკაციო გამოცდა ექიმ-ნეონატოლოგის სპეცი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ნეონატოლოგი
ახალშობილთა, მათ შორის დღენაკლული ბავშვების, მოვლა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ნეონატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება






