
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: კახეთი
- ექიმი
- ეკატერინე შუბითიძე
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- რეგიონი
- კახეთი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1977 წლის 22 სექტემბერს ლაგოდეხში. მან საშუალო განათლება სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა თამაზ მუხაძის სახელობის უნივერსიტეტ „ივერიაში“ განაგრძო. 1993 წლიდან 2002 წლამდე დაასრულა აღნიშნული უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიიღო კვალიფიციური განათლება სამედიცინო სფეროში. 2002 წლიდან ეკატერინე შუბითიძემ მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის რაიონულ ჯანდაცვაში უმცროს ექიმად, სადაც 2007 წლამდე საქმიანობდა. იმავე დაწესებულებაში, 2007 წლიდან 2013 წლამდე, საქმიანობა ექიმ-თერაპევტის პოზიციაზე განაგრძო. 2013-2019 წლებში იგი ლაგოდეხის რაიონში ოჯახის ექიმად მუშაობდა. 2014 წლიდან 2020 წლამდე ეკატერინე მორიგე ექიმთერაპევტად მუშაობდა კლინიკაში „ჯეო ჰოსპიტალსი გურჯაანში“. 2018 წლიდან 2020 წლამდე კი თელავის რაიონულ კლინიკაში მორიგე ექიმ- კარდიოლოგის პოზიცია ეკავა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან დღემდე, იგი აგრძელებს აქტიურ პროფესიულ საქმიანობას „ჯეო ჰოსპიტალსი გურჯაანის“ ფილიალში, როგორც მორიგე ექიმიკარდიოლოგი. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მან მიიღო სპეციალიზაცია ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრაფიაში. ამ მიმართულებით, 2020 წლიდან 2023 წლამდე, იგი ნაყოფიერად მუშაობდა კლინიკა „ავერსის“ თელავის ფილიალში ექიმ-კარდიოლოგად. ეკატერინე შუბითიძე გამოირჩევა თავისი პროფესიისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომითა და მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვით.
რა არის კარგი ექიმი?
კარგი ექიმი, პირველ რიგში, უბრალო, კეთილი და მომთმენი უნდა იყოს. ამასთან ერთად, აუცილებელია საკუთარი საქმისა და ადამიანების გადარჩენის სჯეროდეს. მარტო ცოდნა არაფერია თუ პაციენტის ტკივილს შენად არ მიიღებ.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
რა თქმა უნდა, ბავშვობიდან. მინდვრებში დავდიოდი, სამკურნალო ბალახებს ვაგროვებდი და მერე ხალისით ვურიგებდი ხალხს. სწორედ ამან მომცა ბიძგი, რომ ექიმი გავმხდარიყავი.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
კი, რამდენიმეა ასეთი, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაგალითი ლაგოდეხის რაიონის ქირურგი გია ლობჟანიძეა.
რჩევა მომავალ ექიმებს
ვურჩევდი, რომ ძალიან უყვარდეთ თავისი საქმე და თანაუგრძნობდნენ ადამიანებს. ყველა პაციენტს ისე მოექცნენ, როგორც უნდათ რომ მათ მოექცნენ.
გამოცდილება
ეკატერინე შუბითიძე დაიბადა 1977 წლის 22 სექტემბერს ლაგოდეხში. მან საშუალო განათლება სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა თამაზ მუხაძის სახელობის უნივერსიტეტ „ივერიაში“ განაგრძო. 1993 წლიდან 2002 წლამდე დაასრულა აღნიშნული უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიიღო კვალიფიციური განათლება სამედიცინო სფეროში. 2002 წლიდან ეკატერინე შუბითიძემ მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის რაიონულ ჯანდაცვაში უმცროს ექიმად, სადაც 2007 წლამდე საქმიანობდა. იმავე დაწესებულებაში, 2007 წლიდან 2013 წლამდე, საქმიანობა ექიმ-თერაპევტის პოზიციაზე განაგრძო. 2013-2019 წლებში იგი ლაგოდეხის რაიონში ოჯახის ექიმად მუშა
სამუშაო ადგილი
თოდუას კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება




