ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, მაგრამ მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ ყველასთან მიმართებაში არ გამოიყენება.
„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში ეს მედიკამენტები გამოყენებადი არ არის. რიცხვი, რომლის ფარგლებშიც ვარაუდობთ რომ ეს მედიკამენტი იქნება რელევანტური, ვფიქრობთ რომ ეს იქნება დაახლოებით 35, თუმცა, ჩვენ რამდენიმე სხვა მიმართულებით ვაგრძელებთ მოლაპარაკებასა და მუშაობას და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს – ხელშკრულება გაფორმებულია

