35 წლის ნინო მუჯირი საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
- როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ჰყვებიან, ოპერაცია 12 იანვარს გაკეთდა. მათი თქმით, ოპერაცია ლიცენზია შეჩერებულმა ექიმმა ჩაატარა. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ამბობენ, რომ მიზეზი სეფსისი გახდა.
ხმაური და დაპირსპირებაა ამ წუთებში პირველ სამშობიარო კლინიკაში – გეგმიური ოპერაციის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალის ოჯახი პასუხებს ითხოვს.
ნინო მუჯირიას ახლობლებს აქვთ ეჭვი, რომ 35 წლის ქალი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა და ოპერაცია გააკეთა იმ ექიმმა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ქალი კომაში ჩავარდა და 6 თვის შემდეგ გარდაიცვალა.
ცოტა ხნის წინ ადგილზე ვითარება ისე დაიძაბა, რომ კლინიკაში პოლიციაც მივიდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კლინიკას მანამ არ დატოვებენ, ვიდრე იმ მედიკოსს არ შეხვდებიან, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა.
გოგო მოკლეს. მიცვალებული თავს ვერ დაიცავს . ლურჯი თოთები და ლექები ჰქონდა, პულსი არ ჰქონდა, გაყუნული თვალები და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული, სხეული გაშეშებული ჰქონდა, მიცვალებული იყო უკვე.
მეექვსე თვეა გოგო რეანიმაციაში იწვა, შედეგს ვერ მივაღწიეთ. პირიქით დაღუპეს, მოკლეს,დ აჩეხეს, არაფერი არ დააკლდა ამ გოგოს. ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა დღემდე იძახის, ოპერაცია მე არ გამიკეთებიაო. ვის მოვთოვო პასუხი? – კლინიკის დირექტოს? კი ბატონო, აქ ვზივარ კაბინეტში, მაგრამ გაიპარა და წავიდა იმის გამო, რომ იმ ექიმს ვითხოვ, რომ პასუხი მოვთხოვო”, – ამბობენ გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრები.
გაიკეთა, 5 წუთში გვირეკავს, ცუდად ვარ, ინტოქსიკაცია მომივიდა, მემგონი ვირუსი მქონდაო. შემოწმებსი გარეშე გაუკეთეს ოპერაცია, რომელსაც არ სჭირდებოდა ანესთეზია. არვიცი რა გაუკეთეს, გოგო მოკლეს. ეს საავადმყოფო არის დასახური. ეკატერინე გაგუას უნდა ჩამოერთვას მუშაობის უფლება. ეს არის მკვლელი”, – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
გარდაცვილი ქალი გუშინ გვიან ღამით კლინიკიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, ჯერჯერობით კლინიკისგან სამედიცინო დოკუმენტაცია არ მიუღიათ, ამიტომ ექსპერტიზას ეროვნულ ბიუროში ჯერ ვერ უკეთებენ.
რა გახდა 35 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, ახლა სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

