ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026
მთავარიშენი ექიმიგარდაბანში ახალგაზრდა ქალი სასწრაფოს მანქანაში ამშობიარეს

გარდაბანში ახალგაზრდა ქალი სასწრაფოს მანქანაში ამშობიარეს

გარდაბანში სასწრაფო დახმარების ერთ-ერთმა ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი სასწრაფოს მანქანაში ამშობიარეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.

„გარდაბნის რაიონული სამსახურის სოფელ გამარჯვების ფილიალის მე-4 ბრიგადისთვის მორიგი გამოძახება განსხვავებულია.

ლოზუნგი — მშობიარობა.

გამოძახებაზე გასულ ბრიგადას პაციენტი გზაზე, მეუღლის ავტომობილში დახვდა. ახალგაზრდა ქალი სახლში იმყოფებოდა, როდესაც მუცლის არეში დისკომფორტი იგრძნო. ოჯახმა გადაწყვიტა, ორსული სასწრაფოდ კლინიკაში წაეყვანათ, თუმცა პაციენტს გზაში ტკივილები გაუძლიერდა და ამიტომ სასწრაფო დახმარების გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.

ბრიგადის წევრებმა წამებში შეაფასეს სიტუაცია — მშობიარობა დაწყებული იყო და კლინიკამდე მისვლას ვეღარ მოასწრებდნენ.

სასწრაფო დახმარების ავტომობილში მყისიერად მოამზადეს საჭირო სამეანო აღჭურვილობა და გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანი მისიისთვის — ახალი სიცოცხლის მისაღებად მოემზადა.

რამდენიმე წუთში სამყაროს ჯანმრთელი ბიჭუნა მოევლინა.
დედა და პატარა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა გაეწიათ.
ახალგაზრდა დედისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო.

პარამედიკოსი ტურალ ისმაილოვი უკვე მესამე წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელია. მის პროფესიულ გზაზე ბევრი რთული შემთხვევა ყოფილა, თუმცა ბავშვის დაბადების მიღება მისთვის პირველი გამოცდილება აღმოჩნდა და როგორც ტურალისთვის ისე მე-4 ბრიგადის წევრებისთვის ეს დღე განსაკუთრებულ ემოციად დარჩება.

„ასეთი წუთები არასდროს გავიწყდება… როცა შენს ხელებში ახალი სიცოცხლე იბადება, ეს განსაკუთრებული ემოციაა“, — ამბობს პარამედიკოსი.

კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი გადარჩენილი წუთი და კიდევ ერთი ისტორია, რომელიც გვახსენებს — სასწრაფო დახმარების თითოეული გამოძახების უკან ადამიანების სიცოცხლე და დიდი პასუხისმგებლობა დგას”.

 

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  კვლევა - გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights