ექიმი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის სასარგებლო რჩევას გვიზიარებს
აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია,ამ დღეებში განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ ბავშვებს კვერცხისადმი!!!
კვერცხი პრაქტიკულად „სუპერ საკვებია“ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას,შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას,რაც საჭიროა ზრდისა და ქსოვილების განვითარებისთვის.
ქოლინი -ტვინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია (მეხსიერება, კონცენტრაცია)
ვიტამინები – A, D, B12,B2,B5 → იმუნიტეტი, ძვლები, ნერვული სისტემა
რკინა და თუთია -ანემიის პრევენცია და იმუნური მხარდაჭერა
ომეგა-3 (განსაკუთრებით სოფლის კვერცხში)-ტვინისა და მხედველობის განვითარების წყაროა
განსაკუთრებით სასარგებლოა პუბერტატულ პერიოდში, აქტიური ზრდის პერიოდში და ინფექციის გადატანის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესებისთვის!!! რამდენი კვერცხი შეიძლება ბავშვმა მიიღოს დღეში?
რეკომენდაციები ასაკის მიხედვით:
- 1-3 წელი: ½-1 კვერცხი დღეში
- 3-7 წელი: 1 კვერცხი დღეში
- 7+ წელი: 1-2 კვერცხი დღეში
აღდგომის დღეებში შეიძლება ერთჯერადად ცოტა მეტი (2-3 კვერცხი), მაგრამ არა ყოველდღიურად.ზედმეტი კვერცხის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:
მონელების პროცესების დარღვევა,მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა
ალერგიული რეაქციები – განსაკუთრებით პატარა ასაკში (გამონაყარი, ქავილი)
ქოლესტერინის დროებითი მატება – ხანგრძლივი გადაჭარბებისას
ცილით გადატვირთვა -თირკმელებზე ზედმეტი დატვირთვა (იშვიათად, მაგრამ გასათვალისწინებელია) ზოგადად
უმჯობესია მოხარშული კვერცხი, არა შემწვარი
არ მივცეთ ერთდროულად ბევრი (ბავშვები აღდგომაზე ხშირად „ეჯიბრებიან“ ერთმანეთს
დავაკვირდეთ ალერგიის ნიშნებსაღდგომის კვერცხი ჯანმრთელობის სიმბოლოა — მაგრამ ბავშვთა ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა და ყველაზე კარგი საკვები მაინც ზომიერებაა.
დავაკვირდეთ ალერგიის ნიშნებსაღდგომის კვერცხი ჯანმრთელობის სიმბოლოა — მაგრამ ბავშვთა ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა და ყველაზე კარგი საკვები მაინც ზომიერებაა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. რამდენი კვერცხი შეიძლება ბავშვმა მიიღოს დღეში? – აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია,ამ დღეებში განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ ბავშვებს კვერცხისადმი!!! [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 2]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/04/11/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/
sheniekimi.ge
