დანამატები, ვიტამინები და ექიმის დანიშნულებები, რომლებიც პაციენტებს ზიანს აყენებს
ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია დანამატებსა და ვიტამინებზე საურობს.
თელია ამბობს, რომ „განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს“
„რაზე არიან იცი ჩაბღაუჭებული ექიმები? ანალიზის პასუხებზე. ენდოკრინოლოგთა საზოგადოება რეფერენსულ ნორმაზე ვერ თანხმდება. საქართველოში წერენ 30 ნანოგრამიდან 100-მდე, არადა რეფერენსული ნორმა, სამეცნიერო მტკიცებულებებით 20 ნანოგრამია.
ვინახავ ჩემი პაციენტების ასეთ დანიშნულებებს. მაგალითად, მოვიდა პაციენტი, ანალიზის პასუხი აქვს პირობითაც 23, ამაზე დანიშნული აქვს 50 ათასი ერთეული D ვიტამინი კვირაში. ეს არის დინოზავრის დოზა. D ვიტამინის გადაჭარბება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას, სისხლძარღვებში კალციფიკატების გაჩენას, თირკმელებში კენჭების გაჩენას – ეს არის დანაშაული – გლობალური „მოდაა”, საქართველოს მოსახლეობის 80 % იღებს D ვიტამინს.
პაციენტი უნდა იყოს განათლებული. მედიცინა მაღალ საფეხურზეა იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტი განათლებულია. თუ ექიმმა რაღაც დაგიწერა დანიშნულებაში, თვალდახუჭულმა არ უნდა იმკურნალო.
პაციენტი ჩემგან რომ მოდის, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი კონსულტაციის თანხა ავიღო. ჯერ ვუხსნი რა დაავადებაა, რატომ დაემართა, თუ არის საშუალება შევთავაზო მკურნალობის რამდენიმე მოდელი. თუ ამის შესაძლებლობა არაა, ვეუბნები რომ აქვს ერთადერთი ვარიანტი, იმკურნალოს რამე კონკრეტულით. ამას ჰქვია გაზიარებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება. განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს” – ამბობს ზაზა თელია

