„წითელი ჯვრის” განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამი მოხალისე გარდაიცვალა, რომლებიც, სავარაუდოდ, მარტში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ებოლას ვირუსით დაინფიცირდნენ. ინფორმაციას CBS NEWS-ი ავრცელებს.
“სავარაუდოა, რომ ალიკანა უდუმუსი ავგუსტინი, სეზაბო კატანაბო და აჯიკო ჩანდირუ ვივიანი ებოლას ვირუსით დაინფიცირდნენ 27 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ებოლასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში გვამებს ანადგურებდნენ,” – ნათქვამია IFRC-ის განცხადებაში.
მედიის ცნობით, ცენტრალური აფრიკის ქვეყანა მომაკვდინებელი ვირუსული დაავადების აფეთქებამ მოიცვა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო შეშფოთების მქონე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ებოლას ვირუსით დაინფიცირდნენ – კონგოში, ებოლას ვირუსით „წითელი ჯვრის” სამი თანამშრომელი გარდაიცვალა – CBS NEWS [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/05/23/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91/
sheniekimi.ge
