კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ახალ აფეთქებას უკვე 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიტუაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.
ჯერჯერობით ებოლას ვაქცინა არ არსებობს. მიმდინარე აფეთქება გამოწვეულია „ბუნდიბუგიოს“ შტამით. არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ უსარგებლოა – ისინი მხოლოდ სხვა („ზაირის“) შტამზე მუშაობენ. მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30-დან 50%-მდე მერყეობს.
ვირუსის სიმპტომები თავიდან გრიპსა და მალარიას ჰგავს. ეჭვია 500-ზე მეტ შემთხვევაზე, ვირუსი უკვე გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მეზობელ ქვეყნებსაც ემუქრება. სიტუაციას ართულებს რეგიონში არსებული შეიარაღებული კონფლიქტებიც.
ექსპერტების თქმით, რადგან დაავადება მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში დაიწყო, მისი გავრცელების სისწრაფე ძალიან მაღალია. ერთადერთი გზა ამ ეტაპზე ინფიცირებულების სწრაფი იზოლაცია და უსაფრთხოების მკაცრი ზომებია.
ებოლა არის იშვიათი, მაგრამ ძალიან მძიმე და ხშირად ფატალური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ორთოებოლავირუსებით (Orthoebolaviruses). პირველად დააფიქსირეს 1976 წლის ივნისში, სუდანში (თანამედროვე სამხრეთ სუდანის ტერიტორია).

