ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ებოლას აფეთქების სისწრაფითა და მასშტაბით შეშფოთებულია.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის ცნობით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქების შედეგად სულ მცირე 130 ადამიანი დაიღუპა და 500 სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა.
„ეს მაჩვენებლები შეიცვლება საველე ოპერაციების გაფართოებასთან ერთად, რაც ზედამხედველობას, კონტაქტების მოძიებისა და ლაბორატორიული ტესტირების გაძლიერებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.
ასევე, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ებოლას აფეთქების საკითხზე დღეს ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.
Sheni Network
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული ებოლას ამჟამინდელი შტამის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. „ებოლას აფეთქების სისწრაფითა და მასშტაბით შეშფოთებულია“ – ებოლას აფეთქების შედეგად სულ მცირე 130 ადამიანი დაიღუპა და 500 სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/05/19/%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%a0%e1%83%90/
sheniekimi.ge
