სკანდალი გრძელდება –
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდს მიმართავს:
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ — ე.წ. „ნუკის ვიტამინები“ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის!“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდი „ნუკი კოსმეტიკი“, კერძოდ, ვიტამინების დანამატი გააკრიტიკა.
გიორგი ფხაკაძემ ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდს ოფიციალური განცხადებით მიმართა.
“საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის – PHIG” ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ „Herbal Healing“-ის მიერ წარმოებული პროდუქტი — (საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „აშვაგანდა“; აღნიშნული პროდუქცია ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ ბლოგერ Arun Khatri-ს ) — არ არის რეკომენდირებული და მისი გაყიდვა საქართველოში მიმდინარეობს მოქმედი რეგულაციების დარღვევით.

