ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
მთავარიUncategorizedუნდა აიცრათ თუ არა ატოპიური დერმატიტის დროს?

უნდა აიცრათ თუ არა ატოპიური დერმატიტის დროს?

 ამა თუ იმ კონკრეტული დაავადების დროს შეიძლება თუ არა აცრა. გამონაკლისი არც ატოპიური დერმატიტია, რადგან ასე თუ ისე, ის ალერგიასთან არის დაკავშირებული.

რა არის ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი არის კანის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც კანის ანთება ვითარდება. ამ დროს კანი არის გამომშრალი, დაზიანებული და აღინიშნება ქავილი. ატოპიური დერმატიტის სხვა სახელწოდებებია ეგზემა და ნეიროდერმატიტი. ხშირად მას  მოძველებულ ტერმინით – „დიათეზითაც“ მოიხსენიებენ.

ყველაზე ხშირად, ატოპიური დერმატიტი ბავშვებში ჩნდება და დროთა განმავლობაში ისინი მას „ძლევენ“. თუმცა ატოპიური დერმატიტი ზრდასრულებშიც გვხვდება, მაგრამ შედარებით იშვიათად. უფრო მეტიც, ის შეიძლება სწორედ ზრდასრულ ასაკშიც გამოვლინდეს.

ატოპიური დერმატიტის დროს კანი კარგი დამცავი ბარიერის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ის უფრო ადვილად კარგავს წყალს და ხდება უფრო გამტარი ისეთი გარე მოლეკულების მიმართ, როგორიცაა ალერგენები და პათოგენები. ამ დროს კანი წარმოქმნის ანთებით მოლეკულებს, რომლებიც იწვევენ ქავილს.

ატოპიური დერმატიტი ალერგიის ერთ-ერთი ფორმაა? 

ეს დაავადება ალერგიასთან ასოცირდება, მაგრამ როგორც წესი, ატოპიური დერმატიტი კვებითი ალერგიის შედეგი არ არის, როგორც ამას ხშირად ფიქრობენ. ის ძირითადად ატოპიის ანუ ალერგიული დაავადებების მიმართ ზოგადი გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ადამიანებში ვითარდება. ამ კატეგორიის წარმომადგენლები ალერგიის, ატოპიური დერმატიტისა და ბრონქული ასთმის განვითარების მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან. თუმცა ატოპიური დერმატიტის დროს ადამიანს შეიძლება ალერგია საერთოდ არ ჰქონდეს და ეს ძალიან ხშირად ხდება.

ეს დაავადება გადამდებია?

არა, ეს ინფექციური დაავადება არ არის. თუ ატოპიური დერმატიტი სხვა ადამიანს შეიძლება გადაეცეს, მაშინ აქ მხოლოდ მემკვიდრეობითი ფაქტორი იმუშავებს. შესაბამისად, ეს იქნება გენეტიკური წინასწარგანწყობა და არა თავად დაავადება.

უფრო დეტალურად ატოპიური დერმატიტის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

ატოპიური დერმატიტი მაქვს. შემიძლია თუ არა, ავიცრა?

თავისთავად ატოპიური დერმატიტი ვაქცინაციის უკუჩვენება არ არის. თუმცა არის სიტუაციები, როდესაც აცრის გადადებაა რეკომენდებული. მაგალითად, როდესაც ატოპიური დერმატიტი გამწვავებულია. სპეციალისტების განმარტებით, ეს განპირობებულია იმით, რომ ძირითადი დაავადების გართულების განვითარება ან მისი არახელსაყრელი შედეგი შეიძლება განისაზღვროს როგორც ვაქცინაციის შედეგი. ასეთ შემთხვევებში ექიმები გვირჩევენ ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებას და მხოლოდ ამის შემდეგ აცრას.

  საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას

თუმცა სპეციალისტები იმასაც დასძენენ, რომ თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ვაქცინაცია აუცილებელია, უმჯობესია აიცრათ იმის მიუხედავად, გამწვავებულია თუ არა ატოპიური დერმატიტი. ამ მიდგომას სხვადასხვა ქვეყნის ექიმები იყენებენ. მაგალითად, თუ ადამიანს ჩუტყვავილა არ აქვს გადატანილი და არც აცრილია ამ ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ინფიცირებულ პირთან კომუნიკაცია ჰქონდა, მაშინ შეიძლება მიიღოს პოსტკონტაქტური პროფილაქტიკის ზომები ანუ სასწრაფო ვაქცინაცია, თუნდაც ატოპიური დერმატიტის გამწვავების პირობებში. ვინაიდან ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანისთვის ჩუტყვავილა უფრო საშიშია. ის იწვევს უფრო მეტ ქავილსა და ბაქტერიული ინფექციების განვითარების გაცილებით მაღალ რისკს, რაც განსაკუთრებით უსიამოვნოა ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანებისთვის.

თუ ადამიანი, ატოპიური დერმატიტის გამო იღებს ციკლოსპორინს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც იმუნური სისტემის მუშაობას აქვეითებენ, მაშინ ცოცხალი ვაქცინის გაკეთებამდე,  ექიმთან კონსულტაცია არის რეკომენდებული. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებისთვის კოვიდზე ვაქცინაციის ცალკეული რეკომენდაციები არ არსებობს – თითოეულ შემთხვევაში ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა იყოს.

 

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights