7 ათასი მედიკამენტია, რომელზეც მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებულია, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამის გაფართოებაზე, შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. სადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობისთვის უკეთესი გაკეთდეს, ჩვენი ვალდებულებაა ეს შესაძლებლობა ვნახოთ და ასევე, გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ საუკეთესო ბალანსი მივიღოთ.
ჩვენთვის პრიორიტეტი გახლავთ პაციენტისა და მომხმარებლის უფლება, რომელიც მოითხოვს მედიკამენტს და მეორე მხრივ, დარჩეს შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა თავისუფლად შეძლოს ოპერირება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. მიხეილ სარჯველაძე: 7 ათას მედიკამენტზე მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, ფასები რეგულირებულია [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/01/21/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9a-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%af%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-7-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9b/
sheniekimi.ge
