სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის ლიკვიდაციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს ახორციელებენ; ცოფის გავრცელების კერაში მიმდინარეობს ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ვეტერინარული ზედამხედველობა; საკარანტინო პერიოდში შეზღუდულია ცხოველთა გადაადგილება; დეზინფექცია უტარდება იმერეთის დეპარტამენტის ავტომობილებსაც, რომლითაც გადაიყვანეს ინფიცირებული ცხოველი.
მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს – ძაღლს, რომელმაც 3 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა – მარტვილში გამოცხადებულია კარანტინი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/04/15/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/
sheniekimi.ge
