ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
მთავარისიახლეებიარის წუთები, როდესაც სამედიცინო ცოდნასთან ერთად, გადამწყვეტი ხდება სისწრაფე, ცივი გონება და...

არის წუთები, როდესაც სამედიცინო ცოდნასთან ერთად, გადამწყვეტი ხდება სისწრაფე, ცივი გონება და გვერდში დგომა – მე-7 სართულზე დაბადებული სიცოცხლე და სასწრაფოს ექიმების მიერ გადარჩენილი დედა

არის წუთები, როდესაც სამედიცინო ცოდნასთან ერთად, გადამწყვეტი ხდება სისწრაფე, ცივი გონება და გვერდში დგომა.

თბილისის მე-11 რაიონული სამსახურის 1136-ე ბრიგადისთვის ჩვეულებრივი მორიგეობა ნამდვილ ბრძოლად იქცა ახალი სიცოცხლისა და დედის ჯანმრთელობისთვის.

ამ ისტორიაში ნახავთ, როგორ იქცნენ უცნობი ადამიანები ერთი გუნდის წევრებად კრიტიკულ მომენტში და როგორ შეძლეს ექიმებმა მე-7 სართულზე, რთულ პირობებში, სასწაულის მოხდენა. ეს არის ამბავი პროფესიონალიზმზე, რომელიც ადამიანობითა და თავდადებით იწერება. ისტორიას სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს

– თბილისის მე-11 რაიონული სამსახურის N1136 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით – მშობიარობა მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე დაახლოებით 5 წუთში მივიდა. ახალგაზრდა ქალს მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა, ამიტომ ექიმი თამარ კაიშაურის თქმით, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, გადაწყვიტეს მშობიარობა ადგილზე მიეღოთ.

რამდენიმე წუთში დაიბადა ჯანმრთელი ბიჭუნა, რომელმაც მომენტალურად იტირა. დედას აღენიშნებოდა სისხლდენა, ჰქონდა ცნობიერების დაბინდვა. ბრიგადის წევრები მიხვდნენ, რომ მდგომარეობის დამძიმების საშიშროება იყო, რის გამოც, შესაბამის მკურნალობასთან ერთად, საჭირო იყო დედის დროული ჰოსპიტალიზაცია.

ვინაიდან, პაციენტი მე-7 სართულზე იმყოფებოდა და მდგომარეობა მოითხოვდა საკაცით ჩაყვანას, საჭირო გახდა დამატებითი დახმარება. თამარ ექიმმა ფანჯრიდან დაინახა, რომ კორპუსის ეზოში ქუჩის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ექიმმა სასწრაფოდ დაურეკა ბრიგადის მძღოლს, რათა ქუჩის სამუშაო პროცესში მონაწილე მამაკაცებისთვის დახმარება ეთხოვა.

eqimebi-1776155464.jpg

ცოტა ხანში სახლი ადამიანებით გაივსო – მათი დახმარებით ბრიგადის წევრებმა დედა ახალშობილთან ერთად უსაფრთხოდ მოათავსეს სასწრაფოს მანქანაში და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გართულებების გარეშე, სტაბილური მდგომარეობით გადაიყვანეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ბავშვის დედა თავად დაუკავშირდა ექიმ თამარ კაიშაურს და მადლობა გადაუხადა მისი და პატარას გადარჩენილი სიცოცხლისთვის. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა დედისთვის ეს მეოთხე მშობიარობა გახლდათ და მისი გულწრფელი მადლობა 1136 ბრიგადის თითოეულ წევრს ეკუთვნის.

თამარ ექიმი განსაკუთრებული სიამაყით ახსენებს ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმს:

ექთანს – ელზა ნოვრუზოვას

  შესაძლოა ადამიანის თირკმელების შემცვლელად იქცეს, მათი ხარისხი შესაძლოა კიდევ უფრო უკეთესიც იყოს

მძღოლს – ზვიად ჯაყელს

მათი გულისხმიერების, სისწრაფისა და გუნდურობის წყალობით, ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული ჰქონდა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights