ნანა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კარდიოლოგმა, პროფესორმა ზურა ფაღავამ რეკომენდაციებს გაგვიზიარა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „შესაძლებელია საკვების ასეთნაირად დაყოფა, მეგობარი საკვები, რომელიც გულს ეხმარება, ამ შემთხვევაში, ქოლესტერინის ნაწილში და ისეთი საკვები, რომელიც კატეგორიულად უწყობს ხელს იმას, რომ მდგომარეობა გაუარესდეს?”
კარდიოლოგმა უპასუხა:
„დიახ, არსებობს არამეგობარი და მეგობარი საკვები. არამეგობარი საკვები ეს არის ცხიმიანი ხორცი, კარაქი და სხვათა შორის, ახლა არის მცდელობა, რომ კარაქი არამავნე კატეგორიას მიაკუთვნონ, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან მაღალი მტკიცებულებაა იმის, რომ ის მავნეა, ასევე აღსანიშნავია ტრანსცხიმები, რომლებიც ნამცხვრებში გამოიყენება, ტროპიკული ზეთები, ცხიმები როგორიცაა პალმის ზეთი, ქოქოსის ზეთი. მეგობარ საკვები გახლავთ ბოსტნეული, მარცვლეულობა და ა.შ.
ჩამონათვალი დიდია გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღორის ქონი მავნე არ არის და ამაზე ხშირად გვეკითხებიან, თუმცა ძალიან მავნეა, რადგან ის შეიცავს სატურირებულ ცხიმოვან მჟავებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ეს საკვები არასდროს არ უნდა დააგემოვნოს, არ უნდა გასინჯოს, უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ რეგულარულად არ უნდა იკვებო ასეთი საკვებით, თუმცა პაციენტებთან, რომლებსაც უკვე დადგენილი აქვთ იშემიური დაავადება და ათეროსკლეროზული დაავადება, მოთხოვნები უფრო მკაცრია“, – ამბობს კარდიოლოგი.

