გიორგი ფხაკაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ძალიან მძიმე დღეა…
ეს ფოტო გადაღებულია 1999 წელს, ქუთაისში.
ამ ერთ კადრში ჩემი ცხოვრებაა — ადამიანები, რომლებმაც ჩამომაყალიბეს, მასწავლეს და გამზარდეს.
ამ ფოტოზე არიან ჩემი ბებია — ქეთევან ფხაკაძე და ჩემი ნათლია — მეუფე კალისტრატე…
ორივე მათგანი უკვე წლებია აღარ არის ჩვენთან.
და დღეს… ჩვენ დავკარგეთ ჩვენი პატრიარქიც.
დრო მიდის… ადამიანები მიდიან… მაგრამ რაც მათ დაგვიტოვეს — რჩება.
ბებიის სითბო, ნათლიის სულიერი ძალა და პატრიარქის სიბრძნე — ეს არის ის, რაც დღესაც გვამაგრებს.
ეს ფოტო ახლა სულ სხვანაირად მეტყველებს…
ეს უკვე არა უბრალოდ მოგონებაა — ეს არის პასუხისმგებლობა.
პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, რაც მათ გვასწავლეს.
მადლობა ყველაფრისთვის…
განსვენება მშვიდობით, უწმინდესო…“
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. „ეს ფოტო გადაღებულია 1999 წელს, ქუთაისში. ამ ფოტოზე არიან ჩემი ბებია — ქეთევან ფხაკაძე და ჩემი ნათლია — მეუფე კალისტრატე… ორივე მათგანი უკვე წლებია აღარ არის ჩვენთან. და დღეს… ჩვენ დავკარგეთ ჩვენი პატრიარქიც“- გიორგი ფხაკაძის ემოციური პოსტი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 31]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/03/20/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-1999-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a/
sheniekimi.ge
