პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტროჯანდაცვის სამინისტრო: Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია - ტიპის 1 დიაბეტის მქონე...

ჯანდაცვის სამინისტრო: Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია – ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია

დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ

„აღსანიშნავია, რომ პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.

შეგახსენებთ, მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში, „ნოვორაპიდი“ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რომ სამომავლოდ მსგავსი გართულებები თავიდან იყოს აცილებული“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო "ქსენონში" პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა - კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights