საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
„მიხეილ სარჯველაძემ მაიკლ ო’ფლაერტის სამინისტროს საქმიანობა გააცნო. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ პროგრამებსა და მიმდინარე პროექტებზე.
მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და ამ პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Sheni Network
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს – მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/04/16/%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94/
sheniekimi.ge
