შაბათი, მაისი 9, 2026
მთავარიბლოგიპირის ღრუს ჰიგიენური რუტინა — ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი...

პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა — ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე გირჩევთ

პირის ღრუს ჯანმრთელობა დამოკიდებულია სისტემურ და სწორ ჰიგიენურ რუტინაზე. ყოველდღიური მოვლის მიზანია ნადების ეფექტური კონტროლი, რომელიც არის კარიესისა და პაროდონტული დაავადებების მთავარი ეტიოლოგიური ფაქტორი.

/სტატიის ავტორი:
ექიმი მარიამ ქლიბაძე — სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი/

1. კბილების წმენდა

  • სიხშირე: დღეში ორჯერ (დილით და ძილის წინ)
  • ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 წუთი
  • ტექნიკა: რეკომენდებულია წრიული მოძრაობა
  • ჯაგრისი: რბილი ან საშუალო სიმკვრივის, რომელსაც 2–3 თვეში ერთხელ უნდა შეცვლა
  • კბილის პასტა: 1000–1500 ppm ფტორის შემცველი (კარიესისკენ მიდრეკილი პაციენტებისთვის)

სრულყოფილი ჰიგიენისთვის, სწორად შერჩეული ჯაგრისისა და კბილის პასტის გარდა აუცილებელია დამატებითი საშუალებების გამოყენება:

პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა — ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე გირჩევთ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

  • სტომატოლოგიური ძაფი (ე.წ. ფლოსი)
  • კბილთაშორისი ჯაგრისები
  • ენის საწმენდი

პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა — ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე გირჩევთ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

ენის ზედაპირზე ბაქტერიების კონცენტრაცია 10-ჯერ აღემატება მინანქარს, ამიტომ რეკომენდებულია ენის სპეციალური საწმენდის გამოყენება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ჰალიტოზის (უსიამოვნო სუნის) რისკს. ასევე აუცილებელია ანტიბაქტერიული სავლების გამოყენება, რომელიც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.

პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა — ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე გირჩევთ | sheniekimi.ge | შენი ექიმი


სისტემური ჯანმრთელობა და პირის ღრუს ჰიგიენა

⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილება
თუ თქვენ იყენებთ მათეთრებელ კბილის პასტას, აუცილებელია პარალელურად ჩართოთ მგრძნობელობის დამაქვეითებელი პასტა. როგორც კი მათეთრებელი პასტის კურსს დაასრულებთ, აუცილებლად უნდა შეცვალოთ პასტის შემადგენლობა.

 

არასოდეს შეიძლება მხოლოდ მათეთრებელი კბილის პასტის მუდმივი გამოყენება, რადგან ეს აზიანებს მინანქარს და ზრდის კბილის მგრძნობელობას.

რჩევა: პერიოდულად ცვალეთ კბილის პასტები შემადგენლობის მიხედვით — მაგალითად, აირჩიეთ კალციუმით, მაგნიუმით ან სხვა მინერალებით გამდიდრებული პასტები. ეს დაგეხმარებათ კბილების მინანქრის გაძლიერებასა და პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირის ღრუს ანთებითი დაავადებები ასოცირებულია:

  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებთან
  • დიაბეტის გაუარესებულ მიმდინარეობასთან
  • ქრონიკულ ანთებით პროცესებთან

შესაბამისად, ყოველდღიური ჰიგიენა არა მხოლოდ ლოკალური, არამედ სისტემური ჯანმრთელობის პრევენციაცაა.


როგორ ავარჩიოთ ჯაგრისი?

პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა — ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე გირჩევთ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

კბილის ჯაგრისის ძირითადი მახასიათებლები:

  • რბილი (Soft): რეკომენდებულია უმეტესობისთვის. არ აზიანებს მინანქარს და ღრძილს, მაგრამ ეფექტურად აშორებს ნადებს.
  • საშუალო სიმკვრივის (Medium): შეიძლება გამოვიყენოთ ჯანმრთელი ღრძილების შემთხვევაში, თუმცა მეტ ზეწოლას ახდენს ქსოვილებზე.
  • მყარი (Hard): პრაქტიკულად არ გამოიყენება, რადგან მაღალი რისკია მინანქრის აბრაზიისა და ღრძილის რეცესიის.
  გენმოდიფიცირებული სურსათი

პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა — ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე გირჩევთ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

სტომატოლოგთა უმეტესობა რეკომენდაციას უწევს საშუალო სიხისტის ჯაგრისს. რაც შეეხება ფორმას, მრავალსაფეხურიანი ან დახრილი ფორმის ჯაგრისი უკეთ ამუშავებს კბილის ზედაპირს.


ელექტრო თუ მექანიკური ჯაგრისი?

პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა — ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე გირჩევთ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

მექანიკური ჯაგრისის გამოყენება ეფექტურია, თუ ტექნიკა სწორია. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ელექტრო ჯაგრისი უფრო მაღალ ეფექტურობას იძლევა ნადების მოცილებაში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც რთულად გამოსდის სწორი ტექნიკის გამოყენება.

ჯაგრისის შეცვლა რეკომენდებულია ყოველ 2–3 თვეში ერთხელ, ან უფრო ადრე, თუ ბუსუსები დეფორმირდება. ავადმყოფობის (გრიპი, ინფექცია) შემდეგ სასურველია ახალი ჯაგრისის გამოყენება.


პროფესიული ჰიგიენა

პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა — ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე გირჩევთ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

მიუხედავად სრულყოფილი ყოველდღიური მოვლისა, ნადების მინერალიზებული ფორმა (კბილის ქვა) მხოლოდ პროფესიული წმენდით იშლება.

რეკომენდებულია:

  • სტომატოლოგიური პროფესიული ჰიგიენა ყოველ 6 თვეში ერთხელ
  • მაღალი რისკის ჯგუფებში (პაროდონტიტი, ორთოდონტიული პაციენტები, მწეველები) — 3–4 თვეში ერთხელ

პროფესიული წმენდა მოიცავს:

  • ულტრაბგერით ქვის მოცილებას
  • აირჭავლოვანო მეთოდით პიგმენტური ნადების მოცილებას
  • საჭიროებისამებრ — ფტორის აპლიკაციას

დასკვნა:
ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა უნდა განიხილებოდეს როგორც ზოგადი ჯანმრთელობის სტრატეგია და არა მხოლოდ ესთეტიკური ჩვევა.

რეგულარული წმენდა + ენის ჰიგიენა, მიზანმიმართული სავლები, დაბალანსებული კვება, წყლის საკმარისი მიღება და პროფესიული წმენდა სტომატოლოგთან — ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჯანმრთელ ღიმილს, ასევე ზოგად ჯანმრთელობას.

https://www.facebook.com/share/1CGKg7Gwpu/

instagram://user/?username=dr.mariamklibadze&igsh=MXY5NzhjcWE5OGNnZw%3D%3D&utm_source=qr

„ზოგადი ჯანმრთელობა იწყება პირის ღრუდან“ — ექიმი სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights