სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიდეჰიდრატაციამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს

დეჰიდრატაციამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს

დეჰიდრატაციამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს:

  • გადახურება – სითბური დაზიანება. ადამიანები, რომლებიც ინტენსიური ვარჯიშის და დიდი ოფლიანობის დროს საკმარის სითხეს არ სვამენ, შესაძლოა სითბური ტრავმა მიიღონ.
  • შარდის ბუშტისა და თირკმელების პრობლემები – ხანგრძლივმა ან განმეორებულმა გაუწყლოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდსასქესო გზების ინფექციები, თირკმლის კენჭები ან თირკმლის უკმარისობაც კი.
  • კრუნჩხვები – ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი და სხვ.) დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული იმპულსების არასწორი გადაცემა, რაც კუნთების უნებლიე შეკუმშვასა და გონების დაკარგვას იწვევს.
  • ჰიპოვოლემიური შოკი – დეჰიდრატაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება. სითხის დაკარგვამ თუ გამოიწვია სისხლის მოცულობის შემცირება, იკლებს წნევა და ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი. ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.
დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად:
  • დალიეთ საკმარისი სითხე და
  • მიიღეთ წყლით მდიდარი საკვები (ხილი, ბოსტნეული).
  • მოერიდეთ კოფეინისა და მაღალი შაქრიანობის შემცველ სასმელებს, როგორიცაა გაზიანი სასმელები და ზოგი ენერგეტიკული სასმელი – ისინი ხელს უწყობენ გაუწყლოვნებას.
ზოგიერთი მდგომარეობა მოითხოვს სითხის დამატებით მიღებას:
▫️ღებინება ან დიარეა – განსაკუთრებით ბავშვებში, პირველი სიმპტომებისთანავე უნდა მიეწოდოს წყალი ან ელექტროლიტების შემცველი სპეციალური ხსნარი (ორალური რეჰიდრატაციის ხსნარი). არ დაელოდოთ გაუწყლოვნებას.
▫️ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა – უმჯობესია სითხის მიღება დაიწყოთ ვარჯიშის წინა დღესვე. სითხის მიღება ვარჯიშის მიმდინარეობისასაც მნიშვნელოვანია და მის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.
▫️ცხელი ან ცივი ამინდი – ცხელ ამინდში წყალი ეხმარება სხეულს ტემპერატურის რეგულაციაში და ოფლით დაკარგული სითხის ანაზღაურებაში. ცივ ამინდში კი წყლის დანაკარგს იწვევს ჰაერის სიმშრალე — განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.
▫️ავად ყოფნა – ხანდაზმულებს გაუწყლოვნება შეიძლება მცირე დაავადების დროსაც დაემართოთ (მაგალითად გრიპი, ბრონქიტი ან ცისტიტი). ამიტომ, საჭიროა სითხის დამატებით მიღება ცუდად ყოფნისას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  5 „ბუნებრივი“ დანამატი, რომელიც ღვიძლს ანადგურებს!

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights