სამშაბათი, მაისი 5, 2026
მთავარისიახლეები„ოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქირურგიულ...

„ოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც ახალშობილებში შეიძლება ჩატარდეს“ – იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე

შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო პროცესში. მეორე დილით, ორშაბათს, როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში, – აცხადებს იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსი, ნათია ცერცვაძე, ბათუმში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო და აუცილებელი გახდა ადგილზე, დროული ჩართულობა.

„ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ბავშვის მდგომარეობა მაქსიმალურად გაგვეუმჯობესებინა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დაზიანებების რეკონსტრუქცია. სწორედ ამიტომ გადაწყდა ბათუმში გამგზავრება. შემთხვევა კვირას მოხდა, ხოლო ორშაბათს მე და ჩემი განყოფილების კიდევ ერთი ქირურგი, ილია ლაზვიაშვილი, უკვე ადგილზე ვიყავით. იმ ეტაპისთვის ახალშობილი შეძლებისდაგვარად დასტაბილურებული იყო, თუმცა გადაუდებლად საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას“, – ამბობს ნათია ცერცვაძე.

ქირურგი აღნიშნავს, რომ ოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც ახალშობილებში შეიძლება ჩატარდეს.

„განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციული ჩარევა, რაც ბავშვის სიცოცხლისთვის, შემდგომი სტაბილიზაციისა და მკურნალობისთვის გადაუდებლად აუცილებელი იყო. სხვა შემთხვევაში არსებობდა ინფექციისა და სერიოზული გართულებების მაღალი რისკი, რაც კიდევ უფრო დაამძიმებდა მდგომარეობას“

ქირურგის თქმით, ოპერაციის შემდეგ, რეკონსტრუქციული ჩარევის თვალსაზრისით, გართულება არ დაფიქსირებულა.

„ბუნებრივია, სხვა დაზიანებების გათვალისწინებით, ჩვილის საერთო მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სახის მიმართულებით, ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია და გართულებას ადგილი არ ჰქონია.

გულწრფელად რომ გითხრათ, მსოფლიოშიც ფაქტობრივად ვერ მოვიძიე, დარწმუნებული ვარ იქნება, უბრალოდ ვერ მოვიძიეთ, ზუსტად 2 დღის ახალშობილზე მსგავსი ქირურგიული ჩარევის პრეცედენტი. საკმაოდ რთული ქირურგიული ჩარევა ჩატარდა“.

ამ ეტაპზე, ქირურგის თქმით, ჩარევის ზონაში მდგომარეობა სტაბილურია და გაუარესება არ დაფიქსირებულა, თუმცა დამატებითი კვლევების, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ, ნევროლოგიური სტატუსი კვლავ კრიტიკულად მძიმე რჩება.

„ვიცი, რომ იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგიული და ნეონატოლოგიური გუნდები აქტიურად არიან ჩართულები და კლინიკა სრულ მზაობას აცხადებს, ყველა მიმართულებით მაქსიმალური დახმარების გასაწევად“, – აღნიშნა ნათია ცერცვაძემ.

  „კოვიდი 72%-ით ზრდის  გულის უკმარისობის რისკს“
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights