დეჰიდრატაციამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს:
- გადახურება – სითბური დაზიანება. ადამიანები, რომლებიც ინტენსიური ვარჯიშის და დიდი ოფლიანობის დროს საკმარის სითხეს არ სვამენ, შესაძლოა სითბური ტრავმა მიიღონ.
- შარდის ბუშტისა და თირკმელების პრობლემები – ხანგრძლივმა ან განმეორებულმა გაუწყლოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდსასქესო გზების ინფექციები, თირკმლის კენჭები ან თირკმლის უკმარისობაც კი.
- კრუნჩხვები – ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი და სხვ.) დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული იმპულსების არასწორი გადაცემა, რაც კუნთების უნებლიე შეკუმშვასა და გონების დაკარგვას იწვევს.
- ჰიპოვოლემიური შოკი – დეჰიდრატაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება. სითხის დაკარგვამ თუ გამოიწვია სისხლის მოცულობის შემცირება, იკლებს წნევა და ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი. ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.
დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად:
- დალიეთ საკმარისი სითხე და
- მიიღეთ წყლით მდიდარი საკვები (ხილი, ბოსტნეული).
- მოერიდეთ კოფეინისა და მაღალი შაქრიანობის შემცველ სასმელებს, როგორიცაა გაზიანი სასმელები და ზოგი ენერგეტიკული სასმელი – ისინი ხელს უწყობენ გაუწყლოვნებას.
ზოგიერთი მდგომარეობა მოითხოვს სითხის დამატებით მიღებას:
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. დეჰიდრატაციამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/07/16/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%b0%e1%83%98%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1/
sheniekimi.ge
