შაბათი, აპრილი 18, 2026
მთავარიშენი ექიმიფილტვის არტერიის თრომბოემბოლია შეიძლება იყოს გულმკერდში ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია შეიძლება იყოს გულმკერდში ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია შეიძლება იყოს გულმკერდში ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი. უმეტესად იწვევს ქვემო კიდურების ვენებში წარმოქმნილი თრომბული მასა, რომელიც მიგრირებს სისხლის ნაკადთან ერთად და იწვევს ფილტვის სისხლძარღვების სრულ ან ნაწილობრივ დახშობას. გამოვლინების სიმძიმე დამოკიდებულია თრომბული მასის ზომაზე და დახშული სისხლძარღვის კალიბრზე.

  • ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;
  • ხანგრძლივი მგზავრობა;
  • ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი;
  • ღრმა ვენის თრომბოზი;
  • სიმსუქნე;
  • ორსულობა;
  • კონტრაცეპტივები;
  • ონკოლოგიური დაავადებები.
სიმპტომები და ნიშნები:
  • უეცრად აღმოცენებული ტკივილი გულმკერდში;
  • სუნთქვის გაძნელება, გახშირება;
  • სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება;
  • ხველა, სისხლიანი ნახველით;
  • წნევის ვარდნა;
  • გონების კარგვის ეპიზოდი;
  • გულის რითმის დარღვევა.
დიაგნოსტიკური კვლევებიდან აუცილებელია ჩატარდეს:
  • ლაბორატორიული ანალიზები;
  • ეკგ;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • CT ანგიოგრაფია.
დაავადების გამოსავალი შესაძლოა იყოს ფატალური, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი დროული ამოცნობა და მკურნალობა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ახალი იმედი - თვალებში ოქროს ნანონაწილაკების შეყვანით დაკარგული მხედველობა აღადგინეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights