ვოიტა თერაპია: გერმანული ნეირორეაბილიტაციის მეთოდი, რომლის მიზანია ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხებისა და აშლილობების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბავშვებში.
- ბავშვთა ცერებრული დამბლა
- სპინა ბიფიდა
- კუნთოვანი დისტოფია
ვოიტა თერაპია გამოიყენება ნევროლოგიაში, ორთოპედიაში და პედიატრიაში.
გერმანული რეაბილიტაციური მეთოდის მთავარი მიზანია ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ფსიქომოტორული შეფერხების აშლილობების შემთხვევების ბავშვებში.
მეტად მნიშვნელოვანი თემაა, რადგანაც საქართველოში საკმაოდ ვაკუუმია. მაშინ, როდესაც ეს მეთოდი და თერაპია უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული და ძირითადი მეთოდია ნეირორეაბილიტაციის დარგში.
დღეისათვის ვოიტა თერაპიის გარეშე წარმოუდგენელია რეაბილიტაცია ნევროლოგიაში, ორთოპედიაში და პედიატრიაში.
საქართველოში ეს მეთოდი 2005 წელს დაინერგა. გაიხსნა ნეირორეაბილიტაციის ცენტრები.
იმდენად ეფექტური მეთოდია, რომ რამდენიმე დღეში შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ კუნთების დიფერენცირებული მუშაობა. აქ პრობლემა და დაზიანება არის თავის ტვინში, რომელიც არის „დირიჟორი“, რომელიც სიგნალს აძლევს თითოეულ კუნთს, რომ გარკვეული ჯგუფი შეიკუმშოს და გარკვეული ჯგუფი მოდუნდეს. ამას რომ არ აკეთებს ტვინი, პერიფერიული სტიმულაციით ხდება რეფერენტული იმპულსის მიწოდება ტვინთან, ტვინი აგზავნის საპასუხო იმპულსს კუნთთან და შესაბამისად, შედეგს რამდენიმე დღეში ვიღებთ. ეფექტი არის ხოლმე არა კურსის ბოლოს, არამედ რამდენიმე დღეში.
ვოიტა თერაპია არის ბაზისური წამყვანი თერაპია. ერთი ჯგუფი არის თავის ტვინის დაზიანებით მიმდინარე პროცესები, როგორიც არის ბავშვთა ცერებრული დამბლა, ადრეული ასაკის ბავშვებში ცენტრალური კოორდინაციის დარღვევა.
ცერებრული დამბლა უფრო მასშტაბური დიაგნოზია, რომელიც ფაქტობრივად არ იხსნება. მაქსიმალურად საიმედო გამოსავლის შემთხვევაში სრულფასოვნებამდე მიდის, ანუ დამოუკიდებლად გადაადგილდება, მოძრაობს, სოციუმში ადაპტირებულია, თუმცა სამედიცინო გასინჯვებით და ექიმის მიერ აღმოჩნდება აუცილებლად ის სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებაზე მიუთითებენ.
ეს თერაპია ასევე გამოიყენება პერიფერიული დაზიანებების შემთხვევაში, როგორიც არის რბილი დამბლა ზედა და ქვედა კიდურებისა.
დედამ თუ შენიშნა, თუ ბავშვს აღენიშნება „საყვარელი მხარეობა“. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი, დასაფიქრებელი და სახიფათო მომენტი“.
რას ნიშნავს „საყვარელი მხარეობა“?
„ბავშვი უპირატესად უფრო მეტად იყურება ერთ მხარეს, თამაშის დროს რომელიმე ერთ კიდურს იყენებს. ეს დედის მხრიდან აუცილებლად უნდა იქნეს შემჩნეული.
3 თვის ბავშვი მუცელზე წოლის დროს იდაყვებს უნდა ეყრდნობოდეს, თავს უნდა წევდეს, შუა ხაზზე უნდა ეკაოს თავი და უნდა შეეძლოს თავის მოძრაობა მარჯვენა და მარცხენა მხარეს…“