ომი დიდი ხანია დაწყებულია…
პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი
არა იარაღით – არამედ სიმსივნით, ტკივილით და ტოქსინებით.
საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი. და ახლა აფლატოქსინი შესაძლოა გახდეს ის ბოლო წვეთი, რომელიც წლებია ივსება. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მალე ყველა გადაირთვება სხვა თემებზე…
ქვეყანა დუმს, ექსპერტები – ლექციებს კითხულობენ.
ახლა ლექციების დრო არ არის. ახლა ქმედების დროა!
სიჩუმის ფუფუნება აღარ გვაქვს:
– ჰაერი დაბინძურებულია
– წყალი საეჭვოა
– საკვები სავსეა ტოქსინებით
და ჩვენი სხეული ყოველდღე იწამლება.
ისტორიას არ ახსოვს იმდენი სიმსივნე, რაც დღეს ფიქსირდება.
ჯანდაცვის სისტემა უნდა გადაიხედოს – დაუყოვნებლივ.
თუ დღეს არ ვიმოქმედებთ – ხვალ უკვე გვიანი იქნება,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე

