“სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ხელმძღვანელობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სესი ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული სტანდარტი მსოფლიოში ყველაზე მკაცრია.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია.
„2016 წლიდან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის სტანდარტი 0,05 მკგ/ლ, 0,5 მკგ/ლ-ის ნაცვლად, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია.
Sheni Network
კოდექს ალიმენტარიუსის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სტანდარტის მიხედვით, სადაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები მუშაობენ, ზღვრულად დასაშვები მოქმედი სტანდარტი განისაზღვრება 0,5-ით, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს არ აქვთ შესაძლებლობა, ეს ზღვარი კიდევ უფრო დაწიონ. ევროკავშირის ქვეყნებში ეს ზღვარი უფრო დაბალია, ასეთივე დაბალია ჩვენთანაც. მაგრამ აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ბრაზილიასა და ჩინეთში ზღვრული ნორმა მაღალია და 0,5 მკგ/ლ-ს შეადგენს“, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.