სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი აცხადებს, რომ დღეს, საქართველოში, „სოფლის ნობათის“ პროდუქცია, რაც დახლებზე შეგვხვდება, არ არის ის კონკრეტული ხაზი, რომელშიც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა.
„დღეს, საქართველოს დახლებზე „სოფლის ნობათის“ პროდუქცია საშიშროებას არ შეიცავს“, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა ალფატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. „დღეს, საქართველოს დახლებზე „სოფლის ნობათის“ პროდუქცია საშიშროებას არ შეიცავს“ [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 31]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/04/04/%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94/
sheniekimi.ge
