ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink-ი პირველად სამედიცინო ისტორიაში, ადამიანის ტვინში მხედველობის აღმდგენ ნეიროჩიპს Blindsight-ს ჩანერგავს.
Blindsight-ის მეშვეობით, უსინათლო ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ დაინახონ. პირველ პაციენტს Blindsight-ის სპეციალისტები ნეიროჩიპს 2025 წლის ბოლოსთვის ჩაუნერგავენ.
ილონ მასკის თქმით, ნეიროჩიპი უკვე გამოცადეს მაიმუნებზე – მოწყობილობა მუშაობს, ცხოველები კი მშვენივრად გრძნობენ თავს.
ცოცხალ ადამიანს ტვინში Neuralink-ის სპეციალისტებმა ჩიპი პირველად შარშან ჩაუნერგეს. მისი მეშვეობით მას სმარტფონის და სხვა გაჯეტების მართვა შეუძლია.
Sheni Network
2023 წლის მაისში Neuralink-ს ადამიანებზე ამ ტექნოლოგიის გამოცდის უფლება მიეცა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. პირველად სამედიცინო ისტორიაში, ილონ მასკის Neuralink-ის სპეციალისტები ადამიანის ტვინში მხედველობის აღმდგენ ნეიროჩიპს ჩანერგავენ [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/04/02/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d/
sheniekimi.ge

