შაბათი, აპრილი 18, 2026
მთავარიაკრედიტაცია"საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომლებს ვეხმარებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში" - "აკრედიტაცია კანადას" ექსპერტი, ალესანდრო...

“საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომლებს ვეხმარებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში” – “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტი, ალესანდრო ბურიანი

“საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციის პროცესს, ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის, ხელმძღვანელობით გადის.

2024 წლის 30 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

შეხვედრის შესახებ ტელევიზია “ერთსულოვნებასთან” “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტმა, ალესანდრო ბურიანმა ისაუბრა: “ვეხმარებით ამ კლინიკას და მის თანამშრომლებს, რათა გააუმჯობესონ მომსახურება პაციენტებისთვის როგორც ხარისხის, ასევე მომსახურების თვალსაზრისით…”

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  პრემიერი: ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა - გვინდა, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა საქართველოში, სადაც სათანადო, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights