სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიყველაზე ტრენდულ შოკოლადში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს - რა ნივთიერებებს მიაკვლიეს „დუბაის...

ყველაზე ტრენდულ შოკოლადში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს – რა ნივთიერებებს მიაკვლიეს „დუბაის შოკოლადში“

პრემიუმ კლასის, ყველაზე ტრენდული და მაღალ ფასიანი შოკოლადი, რომელიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეულია, შეიძლება, თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს.

გერმანიაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, დუბაის შოკოლადში ობის სოკო და ტრანსცხიმები აღმოჩნდა.

კვლევის საგანგაშო შედეგებს გერმანული გავლენიანი გამოცემა “შპიგელი” ავრცელებს.

გერმანიის სურსათის უვნებლობის ლაბორატორიაში შემოწმდა გაერთიანებულ საამიროების, თურქეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის 6 მსხვილი მწარმოებლის დუბაის შოკოლადი.

კვლევის შედეგად კი თურქეთიდან და საამიროებიდან იმპორტირებულ ყველაზე ძვირადღირებულ ნიმუშებში აღმოჩნდა – გლიციდიდინის ტოქსინები, რაფინირებული პალმის ზეთი, ობის აფლატოქსინები, მიკოტოქსინები, ტოქსიკური არომატიზატორები და საღებავები.

შესწავლილი ტკბილეულის შემთხვევაში დარღვეულია ეტიკეტირების წესიც. შეფუთვაზე მითითებული შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალურად გამოყენებული ინგრედიენტებისგან. ასევე არცერთი პროდუქტის ანოტაცია არ იძლევა ინფორმაციას მასში არსებული მძიმე ალერგენების შესახებ.

შემოწმებულ დუბაის შოკოლადის ფილებში აღმოჩენილი დამაბინძურებლები კლასიფიცირებულია, როგორც პოტენციური კანცეროგენები, კანცეროგენები კი სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელია.

გამოცემა ასევე ამახვილებს ყურადღებას დუბაის შოკოლადის კოლოსალურ ფასზე. ირკვევა, რომ რეალიზაციის ფასი შოკოლადის ინგრედიენტებისა და წარმოების საფასურს, ანუ თვითღირებულებას 20-ჯერ აჭარბებს.

დუბაის შოკოლადი კლასიკური რეცეპტით უნდა შეიცავდეს კაკაოს ცხიმს, ფსტის პასტას, ტახინის ანუ სეზამის პასტას და ცომის ოქროსფერ ძაფებს იგივე კადაიფს. თუ ტკბილეული ხარისხიანი მასალით მზადდება და მომხმარებელს არ აქვს ალერგია ინგრედიენტებზე, ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იცოდით? დღეში მხოლოდ 68 წუთი სიარული საკმარისია, რომ ტიპი 2 დიაბეტის რისკი 74%-ით შემცირდეს!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights